ბრაიან თრეისი - "მიზნები" - "პალიტრა L" - ისგან! წიგნი , რომელიც შეუძლებელს შეგაძლებინებთ! | Readersland
ბრაიან თრეისი - "მიზნები" - "პალიტრა L" - ისგან! წიგნი , რომელიც შეუძლებელს შეგაძლებინებთ!
8.5 ლარი
ნანახია 782-ჯერ
24 გაიყიდა
მიტანა 2 ლარი
4 დღე 16:40:58
14ლ
39%
დანაზოგი:5.5 ლ
სიახლე! უფასო მიტანა 20 ლარიდან!
ინფორმაცია შემოთავაზებაზე

”გაიუმჯობესე ცხოვრება იმაზე სწრაფად, ვიდრე წარმოგიდგენია" , - ასე ჟღერს ბრაიან თრეისის მოწოდება წიგნში ”მიზნები”, რომელიც სექტემბრის ბოლოდან ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია. წიგნს გამომცემლობა ”პალიტრა L” ბიზნესგამოცემების სერიის ”ლურჯი ოკეანის” ფარგლებში აგამოიცაა. ქართველებისთვის უკვე კარგად ცნობილი ავტორის წიგნს ქართველი ბიზნესსაზოგადოება, ისევე როგორც ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები და დამწყები ბიზნესმენები მოუთმენლად ელოდნენ. 

ეს წიგნი ამბიციური ადამიანებისთვისაა, მათთვის, ვისაც სწრაფად სურს წინსვლა და წარმატება, მაგრამ ამისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. აუცილებელია სწორად დასახული მიზნები და მათი მიღწევის გონივრული მეთოდები. ეს ყველაფერი კი ბრაიან ტრეისის წიგნშია თავმოყრილი. ავტორი მარტივად და ნაბიჯ-ნაბიჯ, არგუმენტირებულად და ორიგინალურად ხსნის, თუ როგორ მიაღწიოთ სასურველს. წიგნი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ და აგარიდებთ ხანგრძლივ და მძიმე შრომას.

”მიზნები” მკითხველის რჩეული წიგნია ბრაიან თრეისის შემოქმედებაში. ეს არის წიგნი, რომელმაც სრულად შემიცვალა აზროვნება და ჩემი კარიერის განვითარების საფუძველი გახდა. საზოგადოდ, ადამიანებს ყველაზე ხშირად აქვთ იმის პრობლემა, რომ არ იციან, რა უნდათ სინამდვილეში. მათ უჭირთ გარკვევა, სად მიდიან, როგორ მართონ საკუთარი ცხოვრება და რას უნდა მიაღწიონ მომავალში. ეს წიგნი კი სწორედ იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც ჯერ კიდევ არ უპოვიათ საკუთარი თავი. წიგნის ავტორი მკითხველს შთააგონებს, დაისახოს მიზნები და მიაღწიოს მათ. წიგნში მოცემულია მიზნის მიღწევის სხვადასხვა გზა. მოიცავს 21 ძირითად იდეას, რომელიც პრაქტიკაში უნდა განახორციელო. საკუთარ თავზე გამოვცადე ამ რჩევების ძალა და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ყველაფრის განხორციელება შესაძლებელია. გირჩევთ, წაიკითხოთ ეს წიგნი. დამერწმუნეთ, აუცილებლად მიხვდებით, რომ ის, რაც აქამდე შეუძლებელი გეგონათ, შესაძლებელია,” - ასე აფასებს წიგნს ”დავით კენჭაძის საკონსულტაციო ჯგუფის” გენერალური დირექტორი, ბიზნესკონსულტანტი დავით კენჭაძე.

რაც შეეხება ავტორს, ბრაიან თრეისს მოიხსენიებენ, როგორც გაყიდვების გურუს. ის მართვის სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო მრჩეველი, ინსტრუქტორი, კონსულტანტი და სპიკერია. ტრეისი ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით მართავს ტრენინგებს და მისი აუდიტორია 250 000-ზე მეტი ადამიანია. გახლავთ 1 000-ზე მეტი კომპანიის მრჩეველი და ინსტრუქტორი, ასამდე წიგნის ავტორი, რომლებიც ოცდათვრამეტ ენაზეა ნათარგმნი. მათი უმეტესობა მსოფლიო მასშტაბის ბესტსელერია. 

2015 წელს მან საქართველოში ჩაატარა გაყიდვების მასტერკლასი, რომელსაც უამრავი მსმენელი დაესწრო როგორც საქართველოდან, ისე რეგიონის ქვეყნებიდან. ქართულ ენაზე უკვე ნათარგმნია მისი კიდევ ერთი ბესტსელერი ”შეჭამე ბაყაყი”. გამომცემლობა ”პალიტრა L” აგრძელებს ბრაიან ტრეისის წიგნების თარგმნას და ახლო მომავალში ბიზნესგამოცემების სერიის ”ლურჯი ოკეანის” ფარგლებში მის სხვა წიგნებსაც შესთავაზებს ქართველ საზოგადოებას.

 

 

 

ბრაიან თრეისი - "მიზნები" - "პალიტრა L" - ისგან 39% - იანი ფასდაკლებით!

14 ლარის ნაცვლად იხდით 8.50 ლარს!

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია - 30ც!

 

 

 

აქციის პირობები

შეძენისას, გთხოვთ, აუცილებლად შეიყვანოთ ზუსტი ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი). არასრული ინფორმაციის შემთხვევაში ვერ მოხდება წიგნის მიწოდება.

 

გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებებს:

1. აირჩიეთ "ელვა.ჯი" - ის მიტანის სერვისი - მომსახურება მოქმედებს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი,  ქუთაისი, ბათუმი, ფოთი და ზუგდიდი.

თბილისის მასშტაბით 20 ლარამდე განხორციელებულ შენაძენზე საკურიერო მომსახურების საფასურია 2 ლარი. 20 ლარის და მეტი ღირებულების შეძენილ პროდუქციაზე თბილისის მასშტაბით შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო საკურიერო მომსახურეობის სერვისით!

კურიერი 4 – 5 სამუშაო დღის განმავლობაში მოგართმევთ შეძენილ პროდუქტს.

სხვა ქალაქებში ნებისმიერი თანხის შენაძენზე საკურიერო მომსახურების საფასურია 3 ლარი. პროდუქტის შეძენისას აუცილებელია მიუთითოთ თქვენი ქალაქი და ზუსტი მისამართი. კურიერი 5 – 6 სამუშაო დღის განმავლობაში სასურველ ადგილას მოგართმევთ შეძენილ პროდუქტს.

 

2.  აირჩიეთ სასურველი მისამართი, ეწვიეთ მაღაზია ,,ბიბლუსს'' და მიიღეთ შეძენილი პროდუქტი. პროდუქტის მიღება შესაძლებელია შეძენიდან მეორე დღეს - 17:00 საათის შემდეგ; პარასკევს, შაბათს და კვირას  შეძენილი პროდუქტის მიღებას შეძლებთ ორშაბათს 17 საათის შემდეგ. 

 

ფილიალში მისვლამდე გადამოწმების მიზნით აუცილებლად დაუკავშირდით კონსულტანტს. სერვის ცენტრების მისამართები და საკონტაქტო ნომრები იხილეთ აქ!

 

მომსახურების ასარჩევად, დააჭირეთ შეძენას და ისარგებლეთ კალათში არსებული ჩამოსაშელილი მენიუთი. გთხოვთ, შეძენისას ყურადღებით აირჩიოთ სასურველი ფილიალი ან საკურიერო მომსახურება.

 

 

ყურადღება!

  • ვაუჩერში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება გარდა იმ შემთხვევისა, თუ კომპანია ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის შეძენილი პროდუქციის მიწოდებას 10 კალენდარული დღის ვადაში
  • ფილიალშივე აღმოჩენილი ნებისმიერი ტიპის ხარვეზის შემთხვევაში კომპანია შეგიცვლით დაზიანებულ პროდუქტს. ფილიალიდან წაღებულ პროდუქციაზე კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას!
  • პროდუქციის გატანა უნდა მოხდეს ფილიალში მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
  • ერთ მომხმარებელს მხოლოდ ორი ვაუჩერის შეძენა შეუძლია
  • მომხმარებელი ვალდებულია, პროდუქციის მიღების ადგილზე წარმოადგინოს ვაუჩერის კოდი (რომელიც აისახება თქვენს პირად კაბინეტში) და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
  • თუ გსურთ, რომ აღნიშნული კოდი მიიღოთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, საჭიროა რეგისტრაციის დროს მიუთითოთ თქვენი მობილურის ნომერი. 
ინფორმაცია კომპანიაზე
რეშენალ სოლუშენსი 
ქ .თბილისი, იოსებიძის 49 
ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 შაბათი - 11:00-15:0 
2 420 421 
readersland@hotsale.ge 
 
კომპანიის სხვა შემოთავაზებები
მსგავსი შემოთავაზებები