როს მაკდონალდის კლასიკად აღიარებული დეტექტივი „შიში“ პალიტრა L-ისგან. სერია „ნამდვილი დეტექტივი“ | Readersland
როს მაკდონალდის კლასიკად აღიარებული დეტექტივი „შიში“ პალიტრა L-ისგან. სერია „ნამდვილი დეტექტივი“

ამოწურულია

5.99 ლარი

ამოწურულია


ამოწურულია

ნანახია 808-ჯერ
27 გაიყიდა
მიტანა 2 ლარი
ამოწურულია

9.95ლ
40%
დანაზოგი:3.96 ლ
სიახლე! უფასო მიტანა 25 ლარიდან!
ინფორმაცია შემოთავაზებაზე

ოთხმაგი მკვლელობა. ოთხი გარდაცვლილი. პირველ მსხვერპლს დანარჩენებისგან წლები აშორებს, მაგრამ ყველაფერი ერთი პიროვნების ხელით ხდება და ერთი იარაღით კეთდება. მკვლელის ვინაობას, რამდენიც უნდა ეცადოთ, ვარაუდითაც კი ვერ გამოთვლით. მხოლოდ ბოლო გვერდებზე ამოიკითხავთ და გაოცდებით!

 

 

 

"ავტორზე ბევრი არაფერი ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთი წიგნი ჯერ კიდევ მოსწავლეობისას, ბიბლიოთეკაში მომხვდა ხელთ და მომეწონა კიდეც, მაგრამ მერე აღარსად გადავყრივარ და აი ახლა, “ნამდვილი დეტექტივის“ სერია სწორედ მისით დაიწყო.

დეტექტივებს უხსოვარი დროიდან ვკითხულობ და ვინ მოთვლის, რანაირი ისტორია არ შემხვედრია – შემზარავი, იდუმალი, სისხლიანი, საინტერესო, ნაკლებად საინტერესო, იოლად პროგნოზირებადი, გამოუცნობი… მაგრამ გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ თორმეტი წლის ასაკში აგატა კრისტის “ათი პატარა ზანგის“ ფინალით განცდილი შოკის შემდეგ ასეთი მოულოდნელი კვანძის გახსნა არსად შემხვედრია.

გასაგები მიზეზების გამო სიუჟეტზე ბევრს ვერაფერს ვამბობ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ერთმანეთთან დაკავშირებული ოთხი მკვლელობის ამბავს კალიფორნიელი დეტექტივი ლუ არჩერი იძიებს, როს მაკდონალდის მუდმივი პერსონაჟი, რომელმაც, ლიბერალური შეხედულებებისა და რასობრივი ტოლერანტობის გამო, თურმე, ვერაფრით დაიმსახურა ფართო საზოგადოების სიყვარული. რა გასაკვირია – გასული საუკუნის შუა წლების ამერიკა დიდი შემწყნარებლობით რომ არ გამოირჩეოდა, ყველას კარგად მოგვეხსენება. თუმცა, ახლა სხვა დროა, პოლიტკორექტულობა ზეობს და ვინ იცის, იქნებ ლუ არჩერისკენაც მოუბრუნდეთ პურიტან ამერიკელებს გული, ვინძლო, მექალთანეობაც შეუნდონ და ეთნიკური შემწყნარებლობაც.

სხვისი რა გითხრათ და პირადად მე, “შიშის“ ბოლო ფურცლების ჩაკითხვის მერე სათქმელი ერთიღა დამრჩენია – ალალი იყოს როს მაკდონალდზე ამერიკის დეტექტივების მწერალთა საზოგადოების პრეზიდენტობაც და დიდი ბრიტანეთის იგივე საზოგადოების ჯილდო – ვერცხლის სატევარიც.

იცის კაცმა თავისი საქმე და რატომაც არა."
mollybloomsday.com

 

 

 

როს მაკდონალდის "შიში" - პალიტრა L - ისგან 40% - იანი ფასდაკლებით

9.95 ლარის ნაცვლად იხდით 5.99 ლარს!

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

 

 

 

აქციის პირობები

შეძენისას, გთხოვთ, აუცილებლად შეიყვანოთ ზუსტი ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი). არასრული ინფორმაციის შემთხვევაში ვერ მოხდება წიგნის მიწოდება.

 

გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებებს:

1. აირჩიეთ "ელვა.ჯი" - ის მიტანის სერვისი - მომსახურება მოქმედებს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი,  ქუთაისი, ბათუმი, ფოთი და ზუგდიდი.

თბილისის მასშტაბით 20 ლარამდე განხორციელებულ შენაძენზე საკურიერო მომსახურების საფასურია 2 ლარი. 20 ლარის და მეტი ღირებულების შეძენილ პროდუქციაზე თბილისის მასშტაბით შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო საკურიერო მომსახურეობის სერვისით!

კურიერი 4 – 5 სამუშაო დღის განმავლობაში მოგართმევთ შეძენილ პროდუქტს.

სხვა ქალაქებში ნებისმიერი თანხის შენაძენზე საკურიერო მომსახურების საფასურია 3 ლარი. პროდუქტის შეძენისას აუცილებელია მიუთითოთ თქვენი ქალაქი და ზუსტი მისამართი. კურიერი 5 – 6 სამუშაო დღის განმავლობაში სასურველ ადგილას მოგართმევთ შეძენილ პროდუქტს.

 

2.  აირჩიეთ სასურველი მისამართი, ეწვიეთ მაღაზია ,,ბიბლუსს'' და მიიღეთ შეძენილი პროდუქტი. პროდუქტის მიღება შესაძლებელია შეძენიდან მეორე დღეს - 17:00 საათის შემდეგ; პარასკევს, შაბათს და კვირას  შეძენილი პროდუქტის მიღებას შეძლებთ ორშაბათს 17 საათის შემდეგ. 

 

ფილიალში მისვლამდე გადამოწმების მიზნით აუცილებლად დაუკავშირდით კონსულტანტს. სერვის ცენტრების მისამართები და საკონტაქტო ნომრები იხილეთ აქ!

 

მომსახურების ასარჩევად, დააჭირეთ შეძენას და ისარგებლეთ კალათში არსებული ჩამოსაშელილი მენიუთი. გთხოვთ, შეძენისას ყურადღებით აირჩიოთ სასურველი ფილიალი ან საკურიერო მომსახურება.

 

 

ყურადღება!

  • ვაუჩერში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება გარდა იმ შემთხვევისა, თუ კომპანია ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის შეძენილი პროდუქციის მიწოდებას 10 კალენდარული დღის ვადაში
  • ფილიალშივე აღმოჩენილი ნებისმიერი ტიპის ხარვეზის შემთხვევაში კომპანია შეგიცვლით დაზიანებულ პროდუქტს. ფილიალიდან წაღებულ პროდუქციაზე კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას!
  • პროდუქციის გატანა უნდა მოხდეს ფილიალში მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
  • ერთ მომხმარებელს მხოლოდ ორი ვაუჩერის შეძენა შეუძლია
  • მომხმარებელი ვალდებულია, პროდუქციის მიღების ადგილზე წარმოადგინოს ვაუჩერის კოდი (რომელიც აისახება თქვენს პირად კაბინეტში) და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
  • თუ გსურთ, რომ აღნიშნული კოდი მიიღოთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, საჭიროა რეგისტრაციის დროს მიუთითოთ თქვენი მობილურის ნომერი. 
ინფორმაცია კომპანიაზე
რეშენალ სოლუშენსი 
ქ .თბილისი, იოსებიძის 49 
ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 შაბათი - 11:00-15:0 
2 420 421 
readersland@hotsale.ge 
 
კომპანიის სხვა შემოთავაზებები
მსგავსი შემოთავაზებები