”ბილი მილიგანის მრავალი გონება” - "ელჯერნონის" ავტორის, დენიელ კიზის კიდევ ერთი შედევრი ქართულ ენაზე გამომცემლობისგან ”წიგნები ბათუმში” (9789941467615) (ტოპ შეთავაზება) | Readersland
”ბილი მილიგანის მრავალი გონება” - "ელჯერნონის" ავტორის, დენიელ კიზის კიდევ ერთი შედევრი ქართულ ენაზე გამომცემლობისგან ”წიგნები ბათუმში” (9789941467615) (ტოპ შეთავაზება)

ამოწურულია

11.8 ლარი

ამოწურულია


ამოწურულია

ნანახია 441-ჯერ
10 გაიყიდა
მიტანა 3 ლარი
ამოწურულია

19.9ლ
41%
დანაზოგი:8.1 ლ
სიახლე! უფასო მიტანა 25 ლარიდან!
ინფორმაცია შემოთავაზებაზე

ბილი მილიგანის მრავალი გონება

ეძღვნება ყველას, ვისაც ბავშვობაში ძალადობა განუცდია, განსაკუთრებით მათ, ვინც იმალება.

 

წინასიტყვაობა

ეს წიგნი დაწვრილებით მოგვითხრობს უილიამ სტენლი მილიგანის შესახებ. ის პირველი ადამიანია აშშ-ში, რომელიც ერთგვარი ფსიქიკური დარღვევის გამო არაერთ მძიმე ბრალდებაში ცნეს უდანაშაულოდ, რადგან ერთსა და იმავე დროს რამდენიმე პიროვნება იყო.

ფსიქიატრიულ და პოპულარულ ლიტერატურაში აღწერილი მრავლობითი პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებისაგან განსხვავებით, რომლებიც გამოგონილ სახელებს ამოფარებულნი ანონიმებად რჩებოდნენ, მილიგანის პიროვნება დაკავებისა და სასამართლოსთვის გადაცემის მომენტიდანვე ათასგვარი მითქმა-მოთქმის საგნად იქცა. მისი პორტრეტი გაზეთების პირველ გვერდებსა და ჟურნალების ყდებზე იბეჭდებოდა. მისი ფსიქიკური შემოწმების შედეგებს საღამოს სატელევიზიო ახალი ამბები და სტატიების სათაურები მთელ მსოფლიოში ავრცელებდნენ. გარდა ამისა, ის პირველი პაციენტია მრავლობითი პიროვნული აშლილობის მქონეთაგან, კლინიკის პირობებში ოცდაოთხი საათის განმავლობაში გულდასმით რომ ამოწმებდნენ და რომლის პიროვნების მრავლობითი ხასიათიც ოთხმა ფსიქიატრმა და ერთმა ფსიქოლოგმა სასამართლოზე ფიცით დაადასტურეს. ოცდასამი წლის კაცს პირველად ათენის ფსიქიატრიული ჯანდაცვის ცენტრში, ოჰაიოს ქალაქ ათენში შევხვდი, სადაც ცოტა ხნის წინ სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოეგზავნათ. როცა თავისი ისტორიის დაწერა მთხოვა, ვკითხე, ჰქონდა თუ არა სათქმელი უფრო მეტი, ვიდრე საინფორმაციო საშუალებები ავრცელებდნენ. დამარწმუნა, რომ მასში მცხოვრები ადამიანების მნიშვნელოვანი საიდუმლოებები არავისთვის გაუმხელია, არც ადვოკატებისა და ფსიქიატრებისთვის. ახლა კი სურდა, მსოფლიოსათვის თავისი ფსიქიკური აშლილობის შესახებ მოეთხრო. დავინტერესდი, თუმცა ეჭვი აღმეძრა. რამდენიმე დღის შემდეგ ცნობისმოყვარეობა „ნიუსვიკის“ სტატიის („ბილის ათი სახე“) უკანასკნელმა აბზაცმა გამიმძაფრა:

„ზოგიერთი კითხვა უპასუხოდ რჩება, მაგალითად, სად ისწავლა მილიგანმა ჰუდინის მსგავსი გაუჩინარების ტრიუკი, რომელიც ტომიმ (ერთ-ერთმა პიროვნებათაგანმა) გვიჩვენა? ან კიდევ: როგორ ავხსნათ მისი საუბრები გაუპატიურების მსხვერპლებთან, როცა თავს „პარტიზანსა“ და „დაქირავებულ მებრძოლს“ უწოდებდა? ექიმების ვარაუდით, მილიგანს შესაძლოა კიდევ რამდენიმე ისეთი პიროვნება გააჩნდეს, რომლებსაც თავი ჯერჯერობით არ გამოუვლენიათ და შესაძლოა, ზოგიერთ მათგანს ჯერ დაუდგენელი დანაშაულიც ჰქონდეს ჩადენილი”...

წაიკითხეთ ძალიან საინტერესო გაგრძელება მოლი ბლუმის ბლოგზე

 

”ბილი მილიგანის მრავალი გონება” - "ელჯერნონის" ავტორის, დენიელ კიზის კიდევ ერთი  შედევრი ქართულ ენაზე გამომცემლობისგან ”წიგნები ბათუმში” 41% - იანი ფასდაკლებით

 

19.90 ლარის ნაცვლად იხდით 11.80 ლარს!

 

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

აქციის პირობები

შეძენისას, გთხოვთ, აუცილებლად შეიყვანოთ ზუსტი ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი). არასრული ინფორმაციის შემთხვევაში ვერ მოხდება წიგნის მიწოდება.

 

გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებებს:

1. აირჩიეთ "ელვა.ჯი" - ის მიტანის სერვისი - მომსახურება მოქმედებს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, რუსთავი,  ქუთაისი, ბათუმი, ფოთი და ზუგდიდი.

თბილისის მასშტაბით 25 ლარამდე განხორციელებულ შენაძენზე საკურიერო მომსახურების საფასურია 3 ლარი. 25 ლარის და მეტი ღირებულების შეძენილ პროდუქციაზე თბილისის მასშტაბით შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო საკურიერო მომსახურეობის სერვისით!

კურიერი 4 – 5 სამუშაო დღის განმავლობაში მოგართმევთ შეძენილ პროდუქტს.

სხვა ქალაქებში ნებისმიერი თანხის შენაძენზე საკურიერო მომსახურების საფასურია 5 ლარი. პროდუქტის შეძენისას აუცილებელია მიუთითოთ თქვენი ქალაქი და ზუსტი მისამართი. კურიერი 5 – 6 სამუშაო დღის განმავლობაში სასურველ ადგილას მოგართმევთ შეძენილ პროდუქტს.

 

2.  აირჩიეთ სასურველი მისამართი, ეწვიეთ მაღაზია ,,ბიბლუსს'' და მიიღეთ შეძენილი პროდუქტი. პროდუქტის მიღება შესაძლებელია შეძენიდან მეორე დღეს - 17:00 საათის შემდეგ; პარასკევს, შაბათს და კვირას  შეძენილი პროდუქტის მიღებას შეძლებთ ორშაბათს 17 საათის შემდეგ. 

 

ფილიალში მისვლამდე გადამოწმების მიზნით აუცილებლად დაუკავშირდით კონსულტანტს. სერვის ცენტრების მისამართები და საკონტაქტო ნომრები იხილეთ აქ!

 

მომსახურების ასარჩევად, დააჭირეთ შეძენას და ისარგებლეთ კალათში არსებული ჩამოსაშელილი მენიუთი. გთხოვთ, შეძენისას ყურადღებით აირჩიოთ სასურველი ფილიალი ან საკურიერო მომსახურება.

 

 

ყურადღება!

  • ვაუჩერში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება გარდა იმ შემთხვევისა, თუ კომპანია ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის შეძენილი პროდუქციის მიწოდებას 10 კალენდარული დღის ვადაში
  • ფილიალშივე აღმოჩენილი ნებისმიერი ტიპის ხარვეზის შემთხვევაში კომპანია შეგიცვლით დაზიანებულ პროდუქტს. ფილიალიდან წაღებულ პროდუქციაზე კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას!
  • პროდუქციის გატანა უნდა მოხდეს ფილიალში მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
  • ერთ მომხმარებელს მხოლოდ ორი ვაუჩერის შეძენა შეუძლია
  • მომხმარებელი ვალდებულია, პროდუქციის მიღების ადგილზე წარმოადგინოს ვაუჩერის კოდი (რომელიც აისახება თქვენს პირად კაბინეტში) და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
  • თუ გსურთ, რომ აღნიშნული კოდი მიიღოთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, საჭიროა რეგისტრაციის დროს მიუთითოთ თქვენი მობილურის ნომერი. 
ინფორმაცია კომპანიაზე
ქ .თბილისი, იოსებიძის 49 
ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 შაბათი - 11:00-15:0 
2 420 421 
readersland@hotsale.ge 
 
კომპანიის სხვა შემოთავაზებები
მსგავსი შემოთავაზებები
```