Readersland
ჩვენ შესახებ


კომპანია ,,რიდერსლენდი" შეიქმნა 2013 წლის ოქტომბერში. ჩვენ წარმოვადგენთ მულტიმედია ჰოლდინგ „პალიტრა მედიას“ შვილობილ კომპანიას.


მისია

ჩვენი მისიაა კითხვის მოყვარულებს შევუქმნათ სასურველი წიგნებისა და კომფორტული კითხვისთვის საჭირო ნივთების და აქსესუარების მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეძენის მრავალფეროვანი შესაძლებლობები, ინტერნეტის და სხვა მედია საშუალებების დახმარებით.
ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს ვთავაზობთ მრავალფეროვან და ეფექტურ სარეკლამო და სხვა მარკეტინგულ მხარდაჭერას, რითაც წვლილი შეგვაქვს მათი ბიზნესის განვითარებაში.

 

ხედვა

ჩვენ ყურადღებით ვსწავლობთ მომხმარებლის სურვილებს და მოთხოვნებს. შესაბამისად, ჩვენს მიერ შემოთავაზებული წიგნების და კითხვისთვის საჭირო აქსესუარების ასორტიმენტი გამოირჩევა აქტუალურობით და მრავალფეროვნებით.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნეს პარტნიორის მიერ თქვენთვის შემოთავაზებული პროდუქტის ხარისხი, რასაც საფუძვლიანად ვამოწმებთ ვებ-გვერდზე აქციის განთავსებამდე.

ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ და სამართლიან ფასებს. ჩვენი ამოცანაა, რომ თქვენ სასურველი პროდუქტი შეიძინოთ მინიმალურ ფასში. იმისათვის, რომ დაგეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, ჩვენ გაწვდით სრულყოფილ და საინტერესო ინფორმაციას თითოეულ შეთავაზებაზე. წიგნების და სხვა პროდუქტის შეძენა ჩვენთან მარტივი და კომფორტულია. აღნიშნულის წინაპირობაა რეგისტრაციის და გადახდის პროცედურის სიმარტივე და გადახდის არხების მრავალფეროვანი  არჩევანი.

ჩვენი ვებ-გვერდის დიზაინი დახვეწილი და მოსახერხებელია. იგი შექმნილია ვებ-განვითარების თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით თქვენთვის  სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, მათთვის მარკეტინგული კონსულტაციების გაწევა და ჩვენთან თანამშრომლობით გარანტირებული შედეგის მიღწევა.  
ჩვენი პროფესიონალური გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ მოიპოვოს მთავარი - მომხმარებლების და ბიზნეს პარტნიორების ნდობა, რაც  ჩვენი წარმატების უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს.