კომპანია ,,რიდერსლენდი" შეიქმნა 2013 წლის ოქტომბერში „პალიტრა მედიის“ შემადგენლობაში.
Readersland.ge არის ერთადერთი ვებ-გვერდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ წიგნებს და წიგნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროდუქციას დიდი ფასდაკლებით.
პოზიციონირება
Readersland.ge-ს დახმარებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიძინოს კონკრეტული წიგნი საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად. ვებ-გვერდიმომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს სასიამოვნო სიახლეებს და მაქსიმალურად კომფორტულ მომსახურებას. მის მიერ შეთავაზებული წიგნებისა და კითხვისთვის საჭირო აქსესუარების ასორტიმენტი გამოირჩევა აქტუალურობითა და მრავალფეროვნებით.
მისია
Readersland.ge-ს მისიაა კითხვის მოყვარულებს შეუქმნას სასურველი წიგნებისა და კომფორტული კითხვისთვის საჭირო ნივთების და აქსესუარების მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეძენის მრავალფეროვანი შესაძლებლობები, ინტერნეტის და სხვა მედია საშუალებების დახმარებით.