5 სამაგიდო თამაში, რომელიც ბავშვიან ოჯახებს გამოადგებათ

5 სამაგიდო თამაში, რომელიც ბავშვიან ოჯახებს გამოადგებათ

სახლში დარჩენა დღეს ყველაზე ეფექტური გზაა არამარტო ჩვენი, ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობის გადასარჩენადაც. უამრავი ოჯახი ოთხ კედელს შორის აღმოჩნდა, მათ შორის ბავშვიანი ოჯახებიც. გარეთ გაუსვლელობა ერთნაირად უჭირთ დიდებს და პატარებს, განსაკუთრებით, ბავშვიან ოჯახებს. ამიტომ ადამიანები ხშირად უზიარებენ ერთმანეთს გართობისა და დროის გაყვანის საკუთარ გამოცდილებებს. სხვათა შორის, ყველაზე ხშირად დასახელებულ რჩევებს შორისაა ე.წ. სამაგიდო თამაშები.
ამ თამაშების მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ბავშვი მარტო ვერ ითამაშებს, მას პრტნიორობა უნდა გაუწიოს ვინმემ. ამიტომ გახდა სამაგიდო თამაშები ოჯახების საყვარელ გასართობად.

ამ თამაშების თემატიკა ამოუწურავია, თუმცა ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ არსებობს ე.წ. განმავითარებელი სამაგიდო თამაშები, რომლებიც ბავშვების სხვადასხვა უნარის წახალისებაზეა გათვლილი.
წარმოგიდგენთ 5 სამაგიდო თამაშს, რომელიც თქვენს შვილებს ძალიან მოეწონებათ.

1. მემო თამაში გუნდასთან ერთად

mshoblebi

მემო, იგივე მეხსიერების თამაში, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სამაგიდო თამაშია ყველა ასაკის ადამიანისთვის. ავითარებს დაკვირვების უნარს და ვიზუალურ მეხსიერებას. გუნდას ყუთში 48 (24 წყვილი) ბარათია, თამაშის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი წყვილი ბარათის პოვნა.

 

2. სამაგიდო თამაში : განძის კუძული

mshoblebi

თამაში ავითარებს: რეფლექსებს, ანალიზისა და ტაქტიკური აზროვნების უნარებს. თამაშის პრინციპი: მოთამაშეებმა გემიდან განძის კუნძულამდე უნდა მიაღწიონ. ვინც პირველი მიაღწევს განძის ადგილსამყოფელს, გამარჯვებულია! ასაკი 4+; თამაშობს 2-4მოთამაშე; თამაშის დრო 10+ წუთი.


3. ლოტო "ანბანი"

mshoblebi


ეს ანბანის ლოტოა. მისი პრინციპი მარტივი და ყველასათვის ნაცნობია, თუმცა ამჯერად ეს თამაში ანბანის გასაცნობად და ასოების შესწავლაში გასაწაფვადაა გათვლილი. ერთდროულად შემეცნებითიცაა და გასართობიც. ანბანის ლოტო საუკეთესოა ქართული ანბანის სწრაფად, ხალისითა და თამაშ-თამაშით შესასწავლად!

4. ლოტო "ციფრები"

mshoblebi

ესეც ლოტოა. ოღონდ ამჯერად ციფრების სწავლასა და მათემატიკური უნარების მობილიზებას ისახავს მიზნად. საკმაოდ სახალისო თამაშია, რისგანაც ბავშვი ბევრ სასარგებლოს შეიძენს.

5. ლოტო - ფორმები და ფერები

ეს თამაში წარმოსახვასა და ლოგიკურ უნარებს ავარჯიშებს. ბავშვმა თამაშისას ფორმები და ფერები უნდა დაუკავშიროს ერთმანეთს. რაც მთავარია, მოთამაშეებად ოჯახის საყვარელი წევრები ეყოლება, რაც თამაშით მიღებულ სიხარულს გაუორმაგებს.

mshoblebi