5 წიგნი, რომელიც 5 წლამდე ბავშვს უნდა წაუკითხოთ

5 წიგნი, რომელიც 5 წლამდე ბავშვს უნდა წაუკითხოთ

წიგნების კითხვის დაწყებას ფსიქოლოგები სიცოცხლის პირველი თვეებიდან გვირჩევენ, როცა ბავშვს ჯერ არც ესმის წაკითხულის აზრი. თუმცა ადრეულ ასაკში კითხვის ამოცანა ეს სულაც არ არის. ერთობლივი კითხვა პატარასთან მჭიდრო კონტაქტს გამყარებინებთ, ერთმანეთის გაგებას გასწავლით, პატარას ბევრი სხვადასხვა სიტყვა ესმის, რაც მომავალში სიტყვათა მარაგის გამდიდრებაში ეხმარება. განსაკუთრებით კარგია ამ დროს საბავშვო ლექსების კითხვა, რიტმულისა და მელოდიურის, რაც პატარას სმენისა და მეტყველების განვითარებაში ეხმარება.
წლი-ნახევრიდან 2 წლამდე უკვე შეიძლება, მოკლე ზღაპრები, ლექსები წაუკითხოთბუნებასა და ცხოველებზე, 2-3 წლისას კიდევ უფრო გაუმრავალფეროვნებთ ლიტერატურას. უნდა უკითხოთ ნელა, გამომსახველად, მისთვის ახალი სიტყვები მკაფიოდ გამოთქვათ. ეს დიდი სიამოვნებაა, არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ დედისთვისაც – კითხვის დროს თქვენ პატარას მრავალ სხვადასხვა სამყაროში ამოგზაურებთ, თქვენთან ერთად განიცდის ახალ ემოციებს და თქვენ მიმართ ქვეცნობიერად კიდევ მეტი ნდობა და ბევრი თბილი გრძნობა უყალიბდება, რაც მომავალში მასთან ურთიერთობისას კიდევ მეტად დაგეხმარებათ.
 

როგორ უნდა წაუკითხოთ წიგნი, რომ დააინტერესოთ?

  • სანამ კითხვას შეუდგებით, ირგვლივ ყველა სათამაშო მოაფარეთ თვალს. ამით ბავშვს ყურადღება აღარ გაეფანტება. გამორთეთ ტელევიზორი და კომპიუტერი, რათა კითხვის პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართოს. თუ ამ სიმყუდროვის მიღწევა ვერ ხერხდება, ჯობია ხელსაყრელ დროს დაელოდოთ. თუ ბავშვის ყურადღება მობილიზებული არაა, საერთოდ არ აქვს აზრი კითხვას.
  • წაიკითხეთ და გამოხატეთ სათანადო ემოციები, კარგად გამოკვეთეთ სიტყვები და ბგერები. ცვალეთ კითხვის ტემპი, რათა ის ბავშვისთვის მოსაწყენი არ გახდეს. ხან მოუჩქარეთ და ხმას აუწიეთ, ან პირიქით.
  • კითხვის პროცესში ილუსტრაციებიც განიხილეთ. სთხოვეთ თავისი სიტყვებით გადმოსცეს, რა ხდება ნახატზე. მოიწონეთ მისი ნაამბობი, თან ახალი და შესაფერისი სიტყვებიც უკარნახეთ. ასეთი "მეცადინეობა" ბავშვის სიტყვათა მარაგს ამდიდრებს, განუვითარებს ფანტაზიას, გაუფართოვებს თვალსაწიერს და ერთმანეთთანაც ძალიან დაგაახლოვებთ.
  • უყიდეთ შესაფერისად ილუსტრირებული წიგნები. ნახატები დიდი, მკვეთრი და მარტივი უნდა იყოს. არ უნდა ამძიმებდეს ბევრი დამატებითი დეტალი. სასურველია, თუ ფურცლები მუყაოსი ექნება, მომრგვალებული კუთხეებით. ეს უკანასკნელი პატარას უსაფრთხოებისთვის არის საჭირო.
  • ეცადეთ, კითხვა ბავშვისთვის სასიამოვნო რიტუალად იქცეს. მაგალითად, დააწესეთ კითხვის საათი ძილის წინ - ყოველთვის ერთსა და იმავე დროს.
  • ნუ დაიზარებთ, თუ ბავშვი ერთი და იგივე წიგნის წაკითხვას რამდენჯერმე მოგთხოვთ. მისი ინტერესი გამეორების მიმართ კარგად გამოიყენეთ და რამდენიმე ლექსი ან ამბავიდააზეპირებინეთ.
  • მეტყველების უნარის განვითარებისთვის ყველაზე პატარებს უნდა უკითხოთ წიგნები, რომლებშიც სიტყვები და გარკვეული მარცვლები მეორდება. ასეთი ბავშვური სხარტულები და სიმღერები ბავშვს მოსმენილის გამეორებისკენ უბიძგებენ. შესაბამისად მათ წარმოთქმასაც ეჩვევიან.
  • ნუ შეგაშინებთ ტექსტები, სადაც ბავშვისთვის უცხო სიტყვებიცაა შესული. ეს სიტყვათა მარაგის გამდიდრებას შეუწყობს ხელს. საერთოდ, ეცადეთ, რომ თქვენთან ურთიერთობამ მას ბევრი ახალი რამ ასწავლოს.

 

რა წიგნები შეგიძლიათ შესთავაზოთ 5 წლამდე ასაკის ბავშვს?

ეს არის ძირითადად ზღაპრები, განმავითარებელი ლიტერატურა, რომელთაგან ზოგიერთს თავადაც კი გაუმკლავდება, უფროსების გარეშე. მაღაზიათ ქსელი "ბიბლუსი" თავის საუკეთესო ხუთეულს გვთავაზობს 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის:
 

  1. "ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი" - რატომ აშენებენ ციხესიმაგრეებს ბორცვებზე? საიდან იქმნება ძაბვა? რამხელაა სპილო? ასეთ კითხვებს პატარები ხშირად სვამენ. წიგნში პასუხი ყველა კითხვაზეა გაცემული. მარტივი ამოცანები ბავშვის მიერ უკვე წაკითხულ მასალას ამოწმებს მშვენიერი ილუსტრაციები კი შემეცნების პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის.რატომ აშენებენ ციხესიმაგრეებს ბორცვებზე? საიდან იქმნება ძაბვა? რამხელაა სპილო?
  2. "ჩემი საყვარელი ხუთწუთიანი ზღაპრები" - გამომცემლობისგან "პალიტრა L" - ამ წიგნში მოთავსებულია თვრამეტი შესანიშნავად ილუსტრირებული ზღაპარი, რომელთა შორის ჰანს ქრისტიან ანდერსენისა და ძმები გრიმების კლასიკური ზღაპრებია. რა ჯობს ამ სხარტი ნაამბობის მოსმენას ძილის წინ! ისინი ძალიან უყვართ პატარა მკითხველებსაც და მათაც, ცოტა ხნით მაინც სურს თავი შეაფაროს საოცრებებით სავსე ჯადოსნურ სამყაროს!
  3. Disney frozen - "არენდელის სამეფო" - ჩემი პირველი წიგნი-პაზლი 5 ასაწყობი გვერდით - ხომ არ იცი, სად წავიდა პაზლის ნაწილები? აურიე ხუთივე პაზლი ერთმანეთში. მათ თავიდან აწყობაში კი პაზლების ქვეშ მოცემული ნახატები დაგეხმარება. როცა პაზლებს ააწყობ, თითოეულის შესაბამისი ამბავი წაიკითხე.
  4. 100 ბიბლიური ამბავი- საბავშვო ილუსტრირებულ ანთოლოგიაში თავმოყრილია ასი ყველაზე ცნობილი და საინტერესო ამბავი ძველი და ახალი აღთქმიდან. ბიბლიური ამბები ხატოვნად არის მოთხრობილი, რათა ბავშვებს მათი აღქმა გაუადვილდეთ.
  5. "მომიყევი ზღაპარი" - პინოკიო, ფიფქია და შვიდი ჯუჯა, ურჩხული და მზეთუნახავი, ქალთევზა, რაპუნცელი, მძინარე მზეთუნახავი - ეს ზღაპრული პერსონაჟები - ამ მშვენიერ წიგნში გელოდებიან! ბავშვებისათვის ზღაპრები საკმარისი არასოდესაა! ამდენად,ეს კრებული უამრავ უჩვეულო ამბავს, საინტერესო გმირებთან დამეგობრების შესაძლებლობასა და მათთან ერთად დაუვიწყარ თავგადასავალს გპირდება. თითოეული ზღაპარი მშვენიერი ილუსტრაციებით არის გაფორმებული, რაც ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობის ილუზიას შეგიქმნის! წაიკითხე და აღმოაჩინე კლასიკური ზღაპრების სიდიადე.