წიგნი, როგორც საკუთარი თავის პოვნის საშუალება

წიგნი, როგორც საკუთარი თავის პოვნის საშუალება

წიგ­ნე­ბის კი­თხვით გან­ცდილ ემო­ცი­ა­თა შო­რის, ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან, იქ სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა მიყ­ვარს. პერ­სო­ნა­ჟებ­ში ჩემი თვი­სე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სას, მგო­ნია, რომ ეგაა, ეს პერ­სო­ნა­ჟი „ჩე­მია“, „ჩემ­ნა­ი­რი“; მგავს და ვგა­ვარ. ზოგ­ჯერ, ისეც ხდე­ბა, მოქ­მედ გმი­რებ­ში აღ­მო­ა­ჩენ თვი­სე­ბას , რო­მე­ლიც გაქვს, მაგ­რამ ამა­ზე თვი­თო­ნაც არა­ფე­რი იცი. ეს გან­ცდა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. თით­ქოს ამით სა­კუ­თარ თავს უახ­ლოვ­დე­ბი და უკეთ იც­ნობ. ბო­ლოს ამ შენს ახა­ლაღ­მო­ჩე­ნილ თვი­სე­ბებს შე­აგ­რო­ვებ და სა­კუ­თარ პერ­სო­ნას ახ­ლი­დან გა­მო­ი­გო­ნებ. მერე და­გაქვს შენი გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი თავი ახა­ლი თვი­სე­ბე­ბით და სხვებ­მა არც კი იცი­ან, რომ იმა­ზე დიდი ხარ, ვიდ­რე წიგ­ნის წა­კი­თხვამ­დე.

 

აქ სწო­რედ ის უნდა მო­გიყ­ვეთ თუ რო­გორ გა­მაც­ნო სა­კუ­თა­რი თავი ვინ­მე ქრის­ტო­ფერ ბენ­ქსმა. მას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი მაქვს, თუმ­ცა ერ­თა­დერ­თი, რაც მას მა­შო­რებ­და თვა­ლი­დან წიგ­ნის ფურ­ცლე­ბამ­დე მან­ძი­ლი იყო. ყვე­ლა­ფე­რი კი იმით დას­რულ­და, რომ გა­მახ­სენ­და ჩემი პირ­ვე­ლი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც, თურ­მე, სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა მე­გო­ბა­რი. გა­მახ­სენ­და, რომ მეც მა­ჩუ­ქეს გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ნივ­თი, რა­ღაც ლუ­პის მსგავ­სი და სა­ერ­თოდ არ მი­ფიქ­რია, რომ ამ სა­ჩუ­ქარს არა­სა­და­ბა­დე­ბის­დღეო მი­სია შე­იძ­ლე­ბო­და ჰქო­ნო­და. თურ­მე ჩემი პრო­ფე­სია მე კი არა, ცხოვ­რე­ბას აურ­ჩე­ვია ჩემ­თვის. მივხდი, რომ ყვე­ლა მი­ზა­ნი დრო­ე­ბი­თია და მთა­ვა­რია, ვიყო აქ და ახლა, როცა და რო­გორც მინ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქრის­ტო­ფე­რი მე­ტყვის იმა­საც, რომ ნოს­ტალ­გი­ე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რაც უნდა ცუ­დად ვგრძნობ­დეთ თავს მის გამო. რად­გან გვახ­სოვს „სამ­ყა­რო უკე­თე­სი იყო მა­ნამ, სა­ნამ გა­ვიზ­რდე­ბო­დით და ახალს აღ­მო­ვა­ჩენ­დით. გვახ­სოვს და ვოც­ნე­ბობთ უკან და­ვაბ­რუ­ნოთ ის“. დღე­ი­დან ყო­ველ წვე­უ­ლე­ბა­ზე, როცა თავს მარ­ტოდ ვიგ­რძნობ და უხერ­ხუ­ლო­ბის­გან სასმლის წრუპ­ვას შევ­ყვე­ბი, გა­მახ­სენ­დე­ბა, რომ ამ ამ­ბავ­ში სუ­ლაც არ ვარ მარ­ტო და ჩემი ბენ­ქსიც აქ­ვეა. ერთი კია - ოც­ნე­ბებ­თან და მათ გამ­ჟაღ­ვნე­ბას­თან ფრთხი­ლად რომ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა კა­ცის ამ­ბე­ბის წა­კი­თხვი­სას, მგო­ნია, რომ ეს მხო­ლოდ ჩემ­სა და ბენ­ქსს შო­რის აღ­მო­ჩე­ნი­ლი სა­ერ­თო არაა. თუკი ელი­ტურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მოხ­ვედ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, თქვენც წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის­კენ მი­იკ­ვლევთ გზას, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­უს­მი­ნოთ ქრის­ტო­ფერს და მისი მა­გა­ლი­თით იპო­ვოთ ოქ­როს კვე­თა ამ ორს შო­რის.

ქრის­ტო­ფერ ბენ­ქსი, წიგ­ნის „როცა ობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით“ პერ­სო­ნა­ჟი, ია­პო­ნელ­მა კა­ძუო იში­გუ­რომ შექ­მნა. ამ მწე­რალს ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი წიგ­ნით „ნუ­რა­სო­დეს გა­მიშ­ვებ“ იც­ნობს. 2017 წელს ის ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გში ნო­ბე­ლის პრე­მი­ის მფლო­ბე­ლი გახ­და და ჩვენ­და სა­ა­მა­ყოდ, ნო­ბე­ლი­ან­ტი წიგ­ნის ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი, რი­თაც „პა­ლიტ­რა L-მა“ დიდი სამ­სა­ხუ­რი გაგ­ვი­წია, უკვე გვქონ­და. „როცა ობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით“ კი „პა­ლიტ­რა L-ის“ახა­ლი სე­რი­ის -„ლი­ტე­რე ინ­ვენ­ტეს“ ფარ­გლებ­ში, ახ­ლა­ხან ითარ­გმნა. წიგნ­ში ავ­ტო­რი მოგ­ვი­თხრობს შან­ხა­ი­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ქრის­ტო­ფერ ბენ­ქსის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც უც­ნა­ურ გა­რე­მო­ე­ბა­ში მშობ­ლე­ბის და­ღუპ­ვის გამო, ინ­გლის­ში, დე­ი­დას­თან გა­და­ა­ბარ­გეს. 20 წლის შემ­დეგ ის სამ­შობ­ლო­ში კვლავ დაბ­რუნ­დე­ბა. დე­ტექტვი­ვე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს დაბ­რუ­ნე­ბის მიზ­ნის გა­მოც­ნო­ბა არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ აბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბო­და უსა­ხე­ლო, უმ­შობ­ლო ბიჭი, რათა სა­ხე­ლი და­ემ­კვიდ­რე­ბი­ნა. ავ­ტო­რი იმ­დე­ნად გულ­წრფე­ლად და უბ­რა­ლო ენით გვიყ­ვე­ბა დაბ­რკო­ლე­ბებ­თან ბრძო­ლის მი­სე­ულ მე­თო­დებ­ზე, რომ ეს წიგ­ნი კა­რი­ე­რის­ტის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­დაც შე­იძ­ლე­ბა გა­მოდ­გეს.

 

"პა­ლიტ­რა L-ის“ სე­რია „ლი­ტე­რე ინ­ვენ­ტე“ არა­ერთ ცნო­ბილ თუ ახალ მწე­რალს აერ­თი­ა­ნებს, რაც ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის ძა­ლი­ან დიდი სა­ჩუ­ქა­რია. ყო­ვე­ლი ახა­ლი ავ­ტო­რი ხომ სამ­ყა­როს ახ­ლე­ბუ­რად და­ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაა და არა მხო­ლოდ სამ­ყა­რო­სი , რო­გორც უკვე გი­თხა­რით, სა­კუ­თა­რი თა­ვი­საც კი.

„ლი­ტე­რე ინ­ვენ­ტეს“ სე­რი­ის წიგ­ნე­ბი ქარ­თუ­ლად პირ­ვე­ლად ითარ­გმნა. მათ შო­რი­საა: ჯუმ­ფა ლა­ჰი­რის „უცხო მიწა“. აქაა ამ­ბა­ვი იმი­სა, თუ რამ­დე­ნად რთუ­ლია სი­ახ­ლე­ებ­თან ინ­ტეგ­რა­ცია. ავ­ტო­რი შე­უ­და­რებ­ლად გად­მოგ­ვცემს ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გან გან­ცდებ­სა და ბრძო­ლებს.

მა­რიო ბე­ნე­დე­ტის „სუ­ლის მოთ­ქმა“ შუ­ახ­ნის ქვრი­ვი მა­მა­კა­ცის ერ­თფე­რო­ვან, უსი­ხა­რუ­ლო ცხოვ­რე­ბის ამ­ბავს გი­ამ­ბობთ, რომ­ლის თავ­საც თით­ქმის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი რამ ხდე­ბა - მას ეწ­ვე­ვა ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც აქამ­დე გა­ნუც­დე­ლი აღ­მაფ­რე­ნით ავ­სებს. მაგ­რამ რა არის ეს - ბე­დის სა­ჩუ­ქა­რი თუ ბედ­ნი­ე­რე­ბის ხან­მოკ­ლე მო­ლან­დე­ბა, ნამ­დვი­ლი ცხოვ­რე­ბა თუ დრო­ე­ბი­თი სუ­ლის მოთ­ქმა...

„ოს­კარ უაოს ხან­მოკ­ლე და სა­ო­ცა­რი ცხოვ­რე­ბა“ მოგ­ვი­თხრობს ჯუ­ნოუ დი­ა­ზის მიერ შექ­მნილ თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის ყვე­ლა­ზე კე­თილ­შო­ბილ გმირ­ზე. წიგ­ნი 2015 წელს კრი­ტი­კო­სე­ბის მიერ ათას­წლე­უ­ლის სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნად იქნა აღი­ა­რე­ბუ­ლი.

კოლ­სონ უა­ი­თ­ჰე­დის „მი­წის­ქვეშ რკი­ნიგ­ზა“ წარ­სულ­სა და მის­ტი­კურ სამ­ყა­რო­ში გა­მოგ­ზა­უ­რებთ.

„ლი­ტე­რე ინ­ვენ­ტეს“ სე­რი­ა­ში გა­მო­ცე­მულ წიგ­ნებს შო­რის ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­ვის კარ­გად ცნო­ბილ ავ­ტორ­თა წიგ­ნებ­საც იხი­ლავთ, თუმ­ცა ეს წიგ­ნე­ბი ქარ­თუ­ლად პირ­ვე­ლად ითარ­გმნა და ახლა უკვე თქვენ მშობ­ლი­ურ ენა­ზე შე­გიძ­ლი­ათ გა­ამ­დიდ­როთ თქვე­ნი ცოდ­ნა მათი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ და იქ­ნებ, სა­კუ­თა­რი თა­ვიც ახ­ლი­დან იპო­ვოთ.