განსაკუთრებული წიგნი განსაკუთრებული დიზიანით - „ნათლიას“ ახალმა გამოცემამ მკითხველის აღფრთოვანება გამოიწვია

განსაკუთრებული წიგნი განსაკუთრებული დიზიანით - „ნათლიას“ ახალმა გამოცემამ მკითხველის აღფრთოვანება გამოიწვია

წიგ­ნი ღირ­სე­ბა­ზე, სი­სას­ტი­კე­სა და სიყ­ვა­რულ­ზე - ეს მა­რიო პი­უ­ზოს ლე­გენ­და­რუ­ლი რო­მა­ნი „ნათ­ლი­აა“, რო­მე­ლიც ქარ­თულ ენა­ზე კი­დევ ერთხელ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნით გა­მო­ი­ცა. 1969 წელს და­წე­რი­ლი წიგ­ნი 1970-იან წლებ­ში უკვე ბესტსე­ლე­რად იქცა, 1972 წელს კი მის მი­ხედ­ვით რე­ჟი­სორ­მა ფრენ­სის ფორდ კო­პო­ლამ ამა­ვე სა­ხე­ლო­ბის ლე­გენ­და­რუ­ლი ფილ­მი გა­და­ი­ღო. სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტიც, რომ ფილ­მის სცე­ნა­რი თა­ვად მწე­რალ­მა პი­უ­ზომ და­წე­რა.

„ნათ­ლია“ მა­რიო პი­უ­ზოს მე­სა­მე რო­მა­ნია, თუმ­ცა მან პირ­ვე­ლი ორი ნა­წარ­მო­ე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა ვერ მო­ა­ხერ­ხა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებს ეხე­ბო­და. 1955 წელს და­წე­რი­ლი „წყვდი­ა­დის არე­ნა“ ოკუ­პი­რე­ბულ გერ­მა­ნი­ა­ში ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცი­სა და გერ­მა­ნე­ლი გო­გო­ნას სიყ­ვა­რულს აღ­წერს, 1965 წელს და­წე­რი­ლი „ბედ­ნი­ე­რი პი­ლიგ­რიმ­ში“ კი მო­თხრო­ბი­ლია იტა­ლი­ე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის პრობ­ლე­მე­ბი ამე­რი­კა­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რო­გორც თა­ვად მწე­რა­ლი ამ­ბობ­და, "ნათ­ლი­ის" და­წე­რის მი­ზე­ზი და მი­ზა­ნი მხო­ლოდ ვა­ლე­ბი და მათი გას­ტუმ­რე­ბა იყო.

"45 წლის ვი­ყა­ვი, 20 ათა­სი დო­ლა­რი ვალი მქონ­და ნა­თე­სა­ვე­ბის, ბუკ­მე­კე­რე­ბის, ბან­კე­ბის. ლენი ბრი­უს­მა შე­მომ­თა­ვა­ზა მა­ფი­ა­ზე რო­მა­ნის და­წე­რა", - ყვე­ბო­და თა­ვად პი­უ­ზო.

პი­უ­ზომ კი მას "ნათ­ლი­ის­თვის" გა­კე­თე­ბუ­ლი წი­ნას­წა­რი ჩა­ნა­წე­რე­ბი და მა­ფი­ო­ზე­ბის შე­სა­ხებ გა­გო­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე ამ­ბა­ვი მო­უყ­ვა და, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, შოკ­ში ჩა­აგ­დო. ლე­ნიმ მე­ო­რე დღეს­ვე შე­ახ­ვედ­რა თა­ვის გა­მომ­ცე­მელს, რო­მელ­მაც ავან­სად 5.000 დო­ლა­რი მის­ცა, მაგ­რამ რო­მა­ნის დას­რუ­ლე­ბას მა­ინც სამი წელი მო­ან­დო­მა. ხან ევ­რო­პა­ში წა­ვი­და ცოლ-შვილ­თან ერ­თად, ხან ლას-ვე­გა­სის კა­ზი­ნო­ებს ეს­ტუმ­რა. რო­დე­საც ფული შე­მო­ე­ლია და გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში ასა­ღე­ბი 1.200 დო­ლა­რი დას­ჭირ­და, მა­შინ­ღა მი­უჯ­და სა­წერ მა­გი­დას.

თუმ­ცა რო­მა­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, აგენ­ტმა შე­ა­ტყო­ბი­ნა რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა 1 200 დო­ლა­რის ნაც­ვლად 410 000 დო­ლარს უხ­დი­და გა­მო­ცე­მის ექ­სკლუ­ზი­ურ უფ­ლე­ბა­ში. მარ­თა­ლია ეს ფუ­ლიც მა­ლე­ვე გა­ეფ­ლან­და მა­რიო პი­უ­ზოს, მაგ­რამ 3 წლის შემ­დეგ მან თა­ვად და­წე­რა ფილ­მის სცე­ნა­რიც, რო­მე­ლიც ფრენ­სის ფორდ კო­პო­ლამ მის­გან 2.1 მი­ლი­ონ დო­ლა­რად იყი­და.

დღემ­დე ბევ­რს მსჯე­ლო­ბენ იმა­ზე, თუ რა იყო „ნათ­ლი­ას“ ასე­თი წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო. მთა­ვარ მი­ზე­ზად იმას ასა­ხე­ლე­ბენ ხოლ­მე, ავ­ტო­რი თე­მას კარ­გად იც­ნობს და წიგნ­ში ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სი­მარ­თლეა მო­თხრო­ბი­ლი, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვად ავ­ტორ­მა აღი­ა­რა, რომ ცო­ცხა­ლი განგსტე­რი თვა­ლი­თაც კი არ ჰყავ­და ნა­ნა­ხი. რო­მან­ში მო­თხრო­ბი­ლია ამე­რი­კა­ში ჩა­სუ­ლი სი­ცი­ლი­ე­ლე­ბის ამ­ბა­ვი, რომ­ლე­ბიც გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნის წევ­რე­ბი არი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა ფილ­მს, გა­მორ­ჩე­უ­ლია მისი სამ­სა­ხი­ო­ბო შე­მად­გენ­ლო­ბაც. მარ­ლონ ბრან­დოს­თვის სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა დონ ვიტო კორ­ლე­ო­ნეს რო­ლის თა­მა­ში ფილმში “ნათ­ლია”, რომ XX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი უდი­დე­სი კი­ნომ­სა­ხი­ო­ბის ტი­ტუ­ლი მო­ე­პო­ვე­ბი­ნა. ალ პა­ჩი­ნოს თქმით კი მა­იკლ კორ­ლე­ო­ნეს როლი მის კა­რი­ე­რა­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იყო. ჯეკ ნი­კოლ­სონ­მა და მორ­გან ფრი­მან­მა ისე­ვე, რო­გორც სხვა მრა­ვალ­მა წარ­მა­ტე­ბულ­მა მსა­ხი­ობ­მა ვერ მი­ი­ღეს როლი ფილმში "ნათ­ლია".

ფილ­მის პირ­ველ­მა ნა­წილ­მა ოს­კა­რის სამი ჯილ­დო მი­ი­ღო, მათ შო­რის იყო: სა­უ­კე­თე­სო ფილ­მი, სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცი და სა­უ­კე­თე­სო ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი კი­ნოს­ცე­ნა­რი.

ცოტა ხნის წინ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ პი­უ­ზოს ლე­გენ­და­რუ­ლი რო­მა­ნი ხე­ლახ­ლა გა­მოს­ცა. პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მა სე­რი­ის „50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცა. ამ­ჯე­რად კი რო­მა­ნი მე­ტად ორი­გი­ნა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნით გა­მო­ი­ცა და მკი­თხვე­ლის დიდი მო­წო­ნე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა.