რა უპირატესობა აქვს წიგნების ონლაინ - შეძენას?

რა უპირატესობა აქვს წიგნების ონლაინ - შეძენას?

წიგნის მოყვარეულებისგან ალბათ ხშირად გსმენიათ რომ წიგნების შეძენა
მათთვის ერთგვარი რიტუალია. ზოგიერ მათგანს წიგნის მაღაზიაში
სტუმრობისთვის კვირის ერთი კონკრეტული დღე აქვთ გამოყოფილი და ამ
დღეს სიამოვნებით უთმობენ წიგნების დათვალიერებას, საათობით ფურცვლას,
შერჩევას. ზოგიერთისთვის კი ეს უფრო ჩვევაა, რომელსაც ვთქვათ ხელფასის
აღების კვირას ამთხვევენ. მათ წიგნის შესაძენად მცირე დრო აქვთ
განსაზღვრული, წიგნებს ან მეგობრების რეკომენდაციით ან კონსულტანტისგან
მიღებული რჩევის საფუძველზე ნაჩქარევად იღებენ .
წიგნის მოყვარულთა ორივე კატეგორიისთვის ოპტიმალური გამოსავალი ახლა
წიგნების ონლაინ- შეძენაა, სანდო საიტი კი www.readersland.ge . დღეს
შევეცდები წიგნების ,,რიდერსლენდზე’’ შესყიდვის უპირატესობები გაგაცნოთ.

1 . გადაწყვეტილების მისაღებად უფრო მეტი დრო გაქვთ.
www.readersland.ge-ზე შეგიძლიათ იმდენი ხანი დაჰყოთ,რამდენიც
დაგჭირდებათ. კონსულტანტობას წიგნის აღწერა გაგიწევთ, რომელიც ყველა
წიგნს აქვს დართული.

2. წიგნის მიღება ნებისმიერ მისამართზეა შესაძლებელი.
თუ ადრე სასურველი წიგნის შესაძენად ერთი უბნიდან მეორეში, ან სოფლიდან
ქალაქში გიწევდათ წასვლა, ,,რიდერსლენდზე’’ შესყიდვისას ტრანსპორტის
გამოყენება ნამდვილად არ დაგჭირდებათ. კურიერი წიგნებით ადგილზევე
მოგამარაგებთ.

3.აქციები.
,,რიდერსლენდს ‘’ მუდმივად აქვთ აქციები წიგნებზე, რომელიც საშუალებას
მოგცემთ ბიბლიოთეკა ეკონომიურად განაახლოთ.

4. გადახდის მოსახერხებელი ფორმა.
გადახდა შეგიძლიათ როგორც გადახდის აპარატის მეშვეობით ბალანსზე ჩარიცხვით, ასევე ბარათითაც, რაც
ამარტივებს და უფრო კომფორტულს ხდის ყიდვის პროცესს.

5. დაზოგილი დრო
ის დრო, რაც წიგნის მაღაზიაში უნდა გაგეტარებინათ, ახლა შეგიძლიათ სახლში
გამოიყენოთ. უფრო მეტი რამის გაკეთებას მოასწრებთ,თანაც უსაფრთხოდ!