რატომ უნდა წავიკითხოთ მარცხის ისტორიები?

რატომ უნდა წავიკითხოთ მარცხის ისტორიები?

როცა ინსპირაცია გვჭირდება წარმატებული ადამიანების წარმატების ისტორიებს
ვკითხულობთ, მაგრამ ოდესმე მოგვდომებია დამარცხების ისტორიების
წაკითხვა?იმ გზის დეტალურად განხილვა და გააზრება, რასაც წარმატების
მიღწევამდე გადიან?
წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ზოგიერთს პირველივე მარცხი უკლავს საკუთარი
თავის ან იდეის რწმენას, ზოგიერთი შუა გზაზე ჩერდება, ზოგს კი სულ ბოლო
ცდაზე აღარ ყოფნის ენერგია და ნებდება. ყველაზე წარმატებული ადამიანები
წარუმატებლებისგან სწორედ ამით განსხვავდებიან: ისინი თითეულ მარცხს
განიხილავენ როგორც კარგ გამოცდილებას, ახალ შესაძლებლობას და ერთით
ნაკლებ ეკალს მიზნისკენ მიმავალ ბარდებში.
თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, რომელიც დამარცხებას მწარედ განიცდით
და მარცხიდან საჭირო გაკვეთილის მიღების ნაცვლად, დეპრესიაში ვარდებით,
შემდეგი წიგნების წაკითხვას გირჩევთ : 1. FUCKUP BOOK – 2. ბრაიან თრეისის
,,მიზნები’’
.
წარმატება რომ მარცხის გარეშე არ არსებობს, ამაში ,,Fuckup book’’-ის
ისტორიებითაც დარწმუნდებით . ყურადღებით წაიკითხეთ ყველა ამბავი ,
შეიძლება რაღაცები გეცნოთ კიდეც საკუთარი ისტორიიდან. პარალელები
გაავლეთ, გაანალიზეთ, ვარდნისა და ადგომას, დამარცხებასა და გამარჯვებას
შორის არსებული კავშირები მოძებნეთ ,ალტერნატიული სცენარები შექმენით
თქვენს გონებაში და როცა უკვე მზად იქნებით წარმატებისთვის იმდენად, რომ
პატარ-პატარა დამარცხებების აღარ შეგეშინდებათ, ბრაიან თრეისის ,,მიზნები’’
დაიხმარიეთ.
,,მიზნები’’ გასწავლით კონკრეტულ ტექნიკებს, რომელიც გასწავლით თქვენი
რეალური სურვილების იდენტიფიცირებას, მათთვის სტრუქტურიზებული
ფორმის მიცემას და რაც მთავარია, მოგცემთ დიდი რაოდენობით საწვავს -
მოტივაციის სახით, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ!
არ გადადოთ თქვენი მიზნების ხორცშესხმა, ნურც მარცხის შეგეშინდებათ,
გახსოვდეთ, რომ მარცხდებით მხოლოდ მაშინ, როცა თქვენს ოცნებებზე უარს
ამბობთ!

თამთა ჯინჯოლავა