რა წავიკითხოთ კარცერ-ლუქსში? გაიცანით ნიკოლა ტესლა!

რა წავიკითხოთ კარცერ-ლუქსში? გაიცანით ნიკოლა ტესლა!

,,ეს იქნებოდა კარცერ-ლუქსი, წიგნებიანი თაროებით სავსე, რბილი,
მოხერხებული სავარძლით, კოხტა, მაგიდაზე ნათურა-სოკოთი,ეს იქნებოდა
კარცერი-ოცნება ყოველი წიგნის მოყვარულთათვის...’’- გეცნობათ ალბათ ეს
სიტყვები დოჩანაშვილის მოთხრობიდან : ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა
ძლიერ უყვარდა’’ . ვფიქრობ, აუხდა პერსონაჟს კარცერ-ლუქსის ოცნება და
ლიტერატურის მოყვარულებს ახლა წიგნებისთვის იმდენი დრო აქვთ, რამდენიც
არასდროს.
და დილის შხაპის მიღების შემდეგ როცა თმას ფენით გაიშრობთ , გაისწორებთ ,
ელექტრომადუღარათი წყალს მოხარშავთ და ყავას მოიმზადებთ, ტოსტერში
პურს გახუხავთ, რადიოს ჩართავთ და კარცერ-ლუქსში შუქს აანთებთ, ნიკოლა
ტესლას წიგნი
გადმოიღეთ , იმ ნიკოლასი, რომლის დამსახურებაცააა
ელექტროტექნიკის განვითარება და ჩვენი ყოველდღიური რუტინის
შემსუბუქება.
ნიკოლა ტესლა სერბი ფიზიკოსი და გამომგონებელია. ტესლაზე ამბობენ რომ
მან მე-20 საუკუნე გამოიგონა და თუ მის ნამუშევრებს/მიღწევებს მიადევნებთ
თვალს,ამაში თქვენც დარწმუნდებით. საუკეთესო გზა მისი ცხოვრებისა და
სამეცნიერო მიღწევების დეტალურად გასაგებად სერბეთში, ქალაქ ბელგრადში
მისი მუზეუმის მონახულებაა. მის მუზეუმთან დიდი რიგებია, მე პირადად
სამსაათიანი ლოდინის შემდეგ მომეცა მუზეუმში შესვლის შესაძლებლობა,
თუმცა მიღებული შთაბეჭდილებები ლოდინად ნამდვილად ღირდა. მუზეუმი
მდიდარია ფოტოარქივითა და გამოგონებების ნიმუშებით, ამასთან, იქ
სტუმრობა ძალიან ინტერაქციულია, თქვენ არა მხოლოდ ათვალიერებთ, არამედ
ტესლას მიერ ელექტროობაში მიღწეული პროგრესის ცოცხალი მოწმე და
მონაწილე ხდებით.
იმ მინიშნებების გარდა,რაც მოგეცით, შემიძლია უფრო ვრცლადაც მოგიყვეთ
ტესლას გამოგონებების შესახებ, მაგრამ ვფიქრობ თუ თქვენით დააკვირდებით
მის მიერ გავლილ გზას , გაანალიზებთ მისი შრომის და დიდებული იდეების
გარდაქმნას ელეტრომოწყობილობებამდე, კარცერ-ლუქსში ყოფნა უფრო
სასიამოვნო გაგიხდებათ. მით უმეტეს რომ წიგნი ,,ნიკოლა ტესლა ’’
www.readersland.ge - დან სულ რაღაც 9 ლარად შეგიძლიათ გამოიწეროთ. შემდეგ
კი, როცა კარცერ-ლუქსის დატოვება გახდება შესაძლებელი, გირჩევთ, სერბეთსაც
ესტუმროთ.


თამთა ჯინჯოლავა