რა უნდა წაიკითხოს მოზარდმა? თანამედროვე ლიტერატურის რჩეული გამოცემები თინეიჯერთათვის  📚

რა უნდა წაიკითხოს მოზარდმა? თანამედროვე ლიტერატურის რჩეული გამოცემები თინეიჯერთათვის 📚

წიგნებს არაჩვეულებრივი უნარი აქვთ, მთავარი პერსონაჟის თვალებითა და აზრებით სხვადასხვა სამყაროში გადაგვიყვანოს. მათი გამოცდილება მალევე იგრძნობა რეალურ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ, თუ რა მოხდება შემდეგში. ზოგიერთ წიგნს შეუძლია დაგვაფიქრო იმაზე, რაც ახლახან მოხდა და ჩვენს ცხოვრებას სხვადასხვა გზით შთაგვაგონებს.

დღევანდელ ბლოგს თანამედროვე თინეიჯერულ ლიტერატურას ვუძღვნით და ასევე გვსურს, რამდენიმე რეკომენდაციაც შემოგთავაზოთ 🌟

 

1) “პორტალი” წიგნების სერიაა, რომელიც ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის საუკეთესო ლიტერატურულ ნიმუშებს გთავაზობთ. ეს არის მკითხველების მიერ შერჩეული წიგნები, ერთგვარი რეკომენდაცია, რომ წაიკითხოთ, ისიამოვნოთ და ტელეპორტირდეთ სხვა სამყაროში.

დღეს ამ სერიიდან ორ წიგნს გაგაცნობთ ;

  • ბრენტ უიქსი - "შავი პრიზმა" - გევინ გაილი პრიზმაა, ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი მსოფლიოში, კაცი, რომლის ძალას, ჭკუასა და სახელს არეული მსოფლიოს დამშვიდება შეუძლია, თუმცა პრიზმები უკვდავნი არ არიან და გაილმაც ზუსტად იცის, რამდენ ხანს იცოცხლებს, სიკვდილამდე კი ყველა მიზნის ასრულება უნდა მოასწროს. მაგრამ როდესაც შეიტყობს, რომ ჰყავს ვაჟი, რომელიც შორეულ სამეფოში ომის შემდეგ დაიბადა, იძულებულია, აირჩიოს - აღიაროს სიმართლე თუ შეინახოს საიდუმლო, რომლის გამჟღავნებას მისი სამყაროს დამსხვრევა შეუძლია.

  • ბერნარ ვერბერი - "ანგელოზების იმპერია" - მწერალ მიშელ პენსონს "ბოინგი" ეჯახება და ის სამოთხეში ხვდება, სადაც მთავარანგელოზების სამსჯავროს გაივლის და მფარველ ანგელოზად გაამწესებენ. მას მიაბარებენ ერთმანეთისგან სავსებით განსხვავებულ სამ სულს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მთავარია, მათ რაც შეიძლება ნაკლებად შესცოდონ , რათა თავიდან აიცილონ რეინკარნაციის ციკლი. ადამიანებზე დაკვირვებით პენსონი ხვდება, რომ ყველაფერი გაცილებით რთულია, ვიდრე წარმოედგინა. იგი ისახავს მიზანს: გაიგოს, რა ხდება საიქიოს მიღმა...

 

 

2) თანამედროვე თინეიჯერთა გულებს იპყრობს კომიქსებიც. საინტერესო დიალოგები, ორიგინალური ილუსტრაციები, თავბრუდამხვევი ისტორიები - ეს მუდამ კომიქსის განუყოფელი ნაწილია

 

3) ქართველ თინეიჯერებში დიდი პოპულარობით სარგებლობს გამომცემლობა "წიგნები ბათუმშის" ფენტეზის ჟანრის გამოცემებიც :

  • რობერტ მაკამონი - "ბიჭის ცხოვრება" - ზეფირი, ალაბამა მაგიური ადგილია. აქ შეძენილ მეგობრებს ცხოვრების ბოლომდე არ დაივიწყებ, აქაური მდინარე უამრავ საიდუმლოს მალავს, ტყეში გადაშენებული არსებები ხეტიალობენ, ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა კი მაიმუნია, სახელად ლუციფერი. კორი ქალაქის ისტორიის ბნელ მხარეს უნდა დაუპირისპირდეს, ამ პროცესში კი საკუთარი თავი აღმოაჩინოს და ბიჭიდან კაცად გარდაიქმნას.

  • "ძვლების ქალაქი" - კასანდრა კლერი მსოფლიოში ცნობილია, როგორც ავტორი წიგნების სერიის „სიკვდილის იარაღი“. მან შექმნა ბინდის სამყარო, სადაც კაცობრიობის გადარჩენის ბედი წყდება. რომანის მთავარი მოქმედი გმირი ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლუბში მკვლელობის მომსწრე ხდება. ასე გაიცნობს კლერი ბინდის მონადირეებს – მებრძოლებს, რომლებიც მაქციებს ებრძვიან და დედამიწას დემონების შემოჭრისგან იცავენ. „ძვლების ქალაქი“ კასანდრა კლერის მსოფლიო ბესტსელერის, „სასიკვდილო იარაღების“ სერიის პირველი წიგნია.

 

4) ყურადღებასა და აღნიშვნა აუცილებლად იმსახურებს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" სერია -"ვიტამინი"

  • "რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები" - თხუთმეტი წლის კრისტოფერ ჯონ ფრენსის ბუნმა ზეპირად იცის მსოფლიოს ყველა ქვეყნის დედაქალაქი, ყველა მარტივი რიცხვი 7057-მდე და უამრავი სხვა რამ. ბიჭს ძალიან უყვარს და ეცოდება ცხოველები, აი, ადამიანებისა და მათი გრძნობებისა კი ბევრი არაფერი გაეგება; ვერ იტანს შეხებას და კიდევ – ყვითელ ფერს. ერთ ღამეს კრისტოფერი მეზობლის ძაღლს მკვდარს პოულობს და იწყებს გამოძიებას, რომლის დროსაც ბიჭი უამრავ სიძნელეს გადაიტანს და ბევრ საიდუმლოს ამოხსნის. "რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები" ბრიტანელი მწერ­ლის, ილუსტრატორისა და სცენარისტის, მარკ ჰედონის გახმაურებული წიგნია. ავტორი ახალგაზრდობაში რამდენიმე წელი მუშაობდა აუტისტური სპექტრის ბავშვებთან, რამაც განაპირობა ასპერგერის სინდრომის მქონე კრისტოფერ ბუნის პერსონაჟის დამაჯერებლობა. წიგნი უიტბრედის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია; ასევე მიღებული აქვს "გარდიანის" პრემია, როგორც საუკეთესო საბავშვო რომანს, და მრავალი სხვა პრიზი. ავტორი ბუკერის პრემიის კანდიდატების თავდაპირველ სიაშიც მოხვდა. 
  • ”თოვს და ითოვოს” - სამი ამერიკელი მწერლის, ჯონ გრინის, მორინ ჯონსონისა და ლორენ მირაკლის მხიარული საშობაო მოთხრობებისაგან შემდგარი კრებული! შობის ღამეს ქალაქ გრეისთაუნის მცხოვრებლებს მოულოდნელად ქარბუქი დაატყდება თავს: ჩერდება მატარებლები, მანქანები თოვლში ეფლობა და ადამიანები ცდილობენ, გამოდარებას სახლებში დაელოდონ.  მხოლოდ ერთი  გოგონა გაბედავს, თოვლში გაჩხერილი ექსპრესიდან გადმოვიდეს. ის ვერც კი წარმოიდგენს, რომ იწყება მოვლენები, რომლებიც ბევრის ცხოვრებას შეცვლის: ერთ გოგონას მომხიბლავი უცხო ბიჭი შეუყვარდება, სამი მეგობარი რბოლაში გაიმარჯვებს, ხოლო ჯუჯა გოჭის ბედი შეყვარებული ბარისტას ხელში აღმოჩნდება...  

 

5) ყველაზე გახმაურებული თინეიჯერული წიგნები ხშირად იპყრობს კინოსტუდიოების ყურადღებას და ჩვენ ერთდროულად ვტკბებით, როგორც წიგნებით, ასევე ამ წიგნების მიხედვით გადაღებული ფილმებით.

  • გეილ ფორმანის მსოფლიო ბესტსელერი - ”თუ დავრჩები” - ზოგჯერ თავად აკეთებ არჩევანს ცხოვრებაში, ზოგჯერ კი არჩევანი ჩერდება შენზე. მია ფიქრობდა, რომ ადრე რთული არჩევანის წინაშე იდგა: დარჩენილიყო თუ არა პირველ სიყვარულთან, მუსიკასთან, და, ამის გამო, მეგობარი ბიჭი, ოჯახი და მეგობრები მიეტოვებინა? მერე, თებერვლის ერთ დილას, მია ოჯახთან ერთად მანქანით გაემგზავრა, ავარიაში მოჰყვა და ყველაფერი შეიცვალა. ერთის გარდა ყველა არჩევანი წარსულს ჩაბარდა და მხოლოდ ეს ერთი იყო მნიშვნელოვანი. რა მოხდება, თუ მია იცოცხლებს? თუ ეყვარება? თუ დარჩება? ეს შესანიშნავი, ტკივილით აღსავსე, რომანტიული და ბოლოს მაინც იმედიანი რომანი სიყვარულზე, დანაკარგსა და იმ სიმამაცეზეა, რომელმაც მიას სწორი გადაწყვეტილება მიაღებინა და თანაც მაშინ, როცა ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მის ხელში იყო...
  • "ღვარძლი, რომელსაც თესავ" - ენჯი თომასი თანამედროვე აფროამერიკელი მწერალი და ყოფილი თინეიჯერი რეპერია. აქტივისტური მოძრაობის „Black Lives Matter“ მოღვაწეობით შთაგონებული მისი სადებიუტო წიგნი, „ღვარძლი, რომელსაც თესავ“ ისეთი ხმაურით შეიჭრა ლიტერატურულ სამყაროში, როგორსაც ახალგაზრდული სულისკვეთებისა და უთანასწორობასთან ბრძოლის ჟინის მატარებელი წიგნი იმსახურებს.

P.S. ყველა ამ წიგნის შეძენა www.readersland.ge - ზე შეგიძლიათ დიდი ფასდაკლებით