როგორ შევაყვაროთ პატარებს კითხვა? იკითხეთ ბავშვებთან ერთად!

როგორ შევაყვაროთ პატარებს კითხვა? იკითხეთ ბავშვებთან ერთად!

წიგნების სამყაროში შებიჯება ხალისიანი უნდა იყოს ბავშვისთვის და ნელ-ნელა უნდა იქცეს მის საყვარელ ყოველდღიურ  აქტივობად. იმისთვის რომ პატარებს წიგნებისადმი ინტერესი გავუღვივოთ,  აუცილებელია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება . დღევანდელი რჩევებით ვეცდებით გაგიადვილოთ ეს პროცესი. 

საბედნიეროდ, თანამედროვე გამომცემლობები  უფრო მეტად არიან მორგებულები პატარების სურვილებსა და საჭიროებებს და ეხმარებიან ბავშვების სამყაროს შემეცნებაში.  ისინი  ყურადღებას აქცევენ  არა მხოლოდ წიგნის შინაარსს, არამედ მის ვიზუალურ მხარესაც. ბავშვებს უკვე შეუძლიათ ითამაშონ, ააწყონ, გადაადგილონ, გააფერადონ გვერდები , ზოგ შემთხვევაში ხმებიც კი გაიგონონ წიგნებიდან.

მანამ სანამ პატარები კითხვას ისწავლიან, ზღაპრები თავად წაუკითხეთ, თან კითხვის დროს ეცადეთ გამოსცეთ პერსონაჟების ხმები, თუ გაქვთ რაიმე სახის დეკორაცია ან სამოსი, რომელიც გმირებთან მიგაახლოვებთ,  აუცილებლად გამოიყენეთ. თქვენს პატარებს ერთი სული ექნებათ მოისმინონ ახალ-ახალი თავგადასვლები . კითხვისას სთხოვეთ თავადაც  ჩაერთონ, მიეცით  საშუალება გამოხატონ თავიანთი თავი. ჰკითხეთ აზრი გმირებზე, რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ, ჰკითხეთ ფინალზე, თვითონ როგორ დაასრულებდნენ ისტორიას და ა.შ.  

გაითვალისწინეთ, ბავშვებს არ სჯერათ დაზეპირებული ქცევების. თუ ისინი წიგნით ხელში მხოლოდ მათ ოთახებში გხედავენ, ადრე თუ გვიან აღმოაჩენენ  რომ წიგნის კითხვა მხოლოდ მათთვის განკუთვნილი რუტინაა.  ანახეთ რომ თვითონაც გიყვართ წიგნების კითხვა. სახლში იქონიეთ  ბევრი წიგნი. წაიკითხეთ მათ წინ,გამოხატეთ კმაყოფილება.

ბავშვების ოთახში მოაწყვეთ კომფორტული გარემო წასაკითხად . შესთავაზეთ სახალისო  კუთხის მოწყობაც, მაგალითად: შტაბი ბალიშებით ან ზღვის სანაპირო პლედითა და ქოლგით, მოკლედ, მოუხმეთ ფანტაზიას...

რაც შეეხება წიგნების მოვლას. როცა ისინი წიგნების ჯადოსნური სამყაროს გაცნობის მხოლოდ საწყის ეტაპზე არიან, ეცადეთ ისეთი წიგნები შეურჩიოთ, სადაც მაქსიმალურად შეძლებენ წიგნთან ურთიერთობას : რბილყდიანი წიგნები სხვადასხვა გასაფერადებლებით, გრაფიკებით ან ფაზლებით საუკეთესო გამოსავალი იქნება. მოზრდილ ასაკში კი ასწავლეთ რომ წიგნს უნდა მოუფრთხილდნენ, (არ დახიონ, დაკაწრონ, გააფერადონ) სწავლებას კი თქვენს მაგალითზე შეძლებთ. თუ ისინი დაინახავენ რომ თქვენ წიგნებს უვლით და უფრთხილდებით ,მოგბაძავენ .   

თუ წიგნების მაღაზიებში სიარულს ვერ ახერხებთ, საბავშვო წიგნების შერჩევას www.readersland.ge - დან მარტივად  შეძლებთ. არჩევანი მრავალფეროვანია, ფასები ხელმისაწვდომი .

თამთა ჯინჯოლავა