ურსულა ლე გუინი - "ზღვამიწეთის ჯადოქარი" - გამომცემლობისგან "წიგნები ბათუმში"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

 

"ზღვამიწეთის ჯადოქარი" ურსულა ლე გუინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია და ფენტეზის ჟანრის კლასიკურ ნაწარმოებად მიიჩნევა. იშვიათია ნაწარმოები, რომელიც ჟანრში ასეთივე გავლენიანი წიგნის სტატუსით სარგებლობს. ამ მხრივ მას ხშირად ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელს“ და ფრენკ ბაუმის „ოზის ჯადოქარს“ ადარებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ "ზღვამიწეთის ჯადოქარი" პირველი წიგნია, რომელშიც ჯადოქრების სკოლის თემაა შემოტანილი და განხილული.

"ჩემი აზრით, ეს ზრდასრულებისთვის შექმნილი ფენტეზია. თქვენ შეიძლება მას თინეიჯერული პროზა, ფენტეზი, ან რაიმე სხვა უწოდოთ - მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. „ზღვამიწეთის ჯადოქარი“ სიცოცხლესა და სიკვდილზე მოგვითხრობს, იმაზე თუ რას ნიშნავს ვიყოთ ადამიანები და რა დამოკიდებულება გვაქვს საკუთარ ბნელი მხარესთან" - მარგარეტ ეტვუდი

"პატარა იყავი და გეგონა, მაგებს ყველაფერი შეეძლოთ. ერთ დროს მეც ასე მეგონა და ყველასაც. სიმართლე კი ისაა, რომ რაც უფრო იზრდება ადამიანის შესაძლებლობა და ცოდნის თვალსაწიერი, მით უფრო ვიწროვდება გზა, რომელსაც ის მიუყვება, სანამ ერთ დღეს არ აღმოაჩენს, რომ არჩევანის უფლება აღარ აქვს, მხოლოდ მოქმედებაღა დარჩენია და ისიც აკეთებს, რაც უნდა გააკეთოს..."

 

 

ურსულა ლე გუინი - "ზღვამიწეთის ჯადოქარი" - გამომცემლობისგან "წიგნები ბათუმში" 37% - იანი ფასდაკლებით

13 ლარის ნაცვლად იხდით 8.13 ლარს!

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
შეკვეთა

ღირებულება

8.13 ლარი

13.00 ლ

დანაზოგი

4.87 ლ

გაყიდულია 0
shipped
ნანახია 1654-ჯერ