მაია ენჯელოუ - "ვიცი რად გალობს გალიის ჩიტი" - გამომცემლობისგან "ინტელექტი" (1705013)

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

"ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი" ცნობილი ამერიკელი პოეტის, მაია ენჯელოუს ავტობიოგრაფიული რომანია. წიგნი იწყება სამი წლის მაიასა და მისი ძმის ჩასვლით სტემპსში, არკანზასის შტატის პატარა ქალაქში, სადაც მათი ბებია ცხოვრობდა და აღწერს პოეტის ცხოვრებას თექვსმეტ წლამდე, როდესაც ენჯელოუ დედა ხდება.


ნაწარმოები მოგვითხრობს, თუ როგორ იპოვა საკუთარი თავი და ადგილი ავტორმა, რომელიც ერთდროულად იმდროინდელი ამერიკული საზოგადოების სამ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა – იყო „შავკანიანი, ღარიბი და ქალი, თანაც ულამაზო ქალი“. უჩვეულო გულწრფელობითა და დიდი ოსტატობით დაწერილი რომანი ორი წლის განმავლობაში იყო ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერების სიის სათავეში, თუმცა რასიზმის, არასრულწლოვნის გაუპატიურებისა და სექსუალურობის თემების წინ წამოწევის გამო დღემდე შედის იმ წიგნების ხუთეულში, რომლებიც ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში ყველაზე ხშირად იკრძალებოდა.
 
 
გვერდები: 339
ფორმატი: 14.3 X 20.4
გარეკანი: რბილი
აისბიენი/აიდი: 9789941470394
 
 
წიგნის შეძენა შეგიძლიათ 40 %-იანი ფასდაკლებით.
18 ლარის მაგივრად თქვენ იხდით 10.80 ლარს!
 
 
 
ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
შეკვეთა

ღირებულება

10.8 ლარი

18.00 ლ

დანაზოგი

7.20 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 7
shipped
ნანახია 1804-ჯერ