„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერი ჯანეტ უოლსის წიგნი - "შუშის სასახლე", გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" (9789941474453)

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

„შუშის სასახლე“ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერთა სიაშია უკვე მერვე წელია. მემუარები 22 ენაზე ითარგმნა და უამრავი პრიზი მიიღო, მათ შორის, ამერიკის ბიბლიოთეკათა ასოციაციისგან. 2017 წელს კი ამ ნაწარმოების მიხედვით გადაიღეს ფილმი, რომელშიც თამაშობენ ვუდი ჰარელსონი, ნაომი უოტსი და ბრი ლარსონი.

ყველას წარმოგვიდგენია, როგორი უნდა იყოს იდეალური მშობელი: განათლებული, მზრუნველი, დამცველი და გულწრფელი სიყვარულის წყარო. ჯანეტ უოლსის მემუარებში - „შუშის სასახლე“ - კი ყველაფერი პირიქითაა. მამა ლოთია, რომელსაც მუდამ მევახშეები დასდევენ, რის გამოც ოჯახს ხშირად უწევს სახლიდან გაქცევა და ახალი საცხოვრებლის ძიება. დედა საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი, არშემდგარი მხატვარია, რომელიც პრინციპულად უარს ამბობს თავისი მოვალეობების შესრულებაზე და ბავშვების თავისუფლად გაშვებასა და უპატრონოდ დატოვებას შორის სხვაობას ვერ ხედავს. მშობლების ასეთი საქციელის შედეგად, შვილებს შიმშილის, ძალადობის, ჩაგვრისა და მუდმივი სტრესის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

„შუშის სასახლე“ არ არის ზღაპარი ბოროტი დედინაცვლის შესახებ, რომელსაც თავისი გერის სიკვდილი უნდა. აქ პერსონაჟები ნამდვილი ადამიანები არიან. მშობლები, რომლებმაც რეალობას თვალი ვერ გაუსწორეს და ბავშვებს ღირსეული ცხოვრება ვერ შეუქმნეს, და შვილები, რომლებმაც ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარეს, რათა ამ სამყაროში თავი დაემკვიდრებინათ.

 

 

გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" გთავაზობთ 38%-იან ფასდაკლებას  ჯანეტ უოლსის  წიგნზე - "შუშის სასახლე

15.90 ლარის მაგივრად თქვენ იხდით 9.85. ლარს!

მოცემული ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
შეკვეთა

ღირებულება

9.85 ლარი

15.90 ლ

დანაზოგი

6.05 ლ

გაყიდულია 20
shipped
ნანახია 1131-ჯერ