„მოგონებანი“ - გიორგი მაზნიაშვილი. საუკეთესო პირველწყარო საქართველოს ისტორიის მეტად მნიშვნელოვანი პერიოდის შესასწავლად და დაშვებული შეცდომების განმეორების თავიდან ასაცილებლად!

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

ყურადღება. წიგნის დღეებთან დაკავშირებით, შეძენილი წიგნების გაცემა სტანდარტული გრაფიკის ნაცვლად დაიწყება 4 ივნისიდან! 

 

გიორგი მაზნიაშვილის „მოგონებანი“ მკითხველისთვის არამარტო საინტერესოდ საკითხავი წიგნი, არამედ საუკეთესო პირველწყარო იქნება საქართველოს ისტორიის მეტად მნიშვნელოვანი პერიოდის შესასწავლად. ეს წიგნი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს:  როგორი იყო რეალურად საქართველოს რამდენიმეწლიანი დამოუკიდებლობა,  რამდენად სურდა და რა იღონა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოს კეთილდღეობისთვის,  იყო თუ არა საფრთხილო დღეს ასე მტიკვნეული აფხაზეთის საკითხი ჯერ კიდევ მაშინ, იცვლება თუ არა ჩვენი ერთმორწმუნე ჩრდილოელი მეზობლის მიზნები, სტრატეგიები და ა.შ.  

ისტორიაში ბევრი რამ მეორდება. მისი შესწავლა კი უმთავრესია, რათა დაშვებული შეცდომები არ განმეორდეს. ამ წიგნის ხელახალი გამოცემაც, ამის ცდად ჩავთვალოთ.
წიგნი დარედაქტირებულია მხოლოდ ენობრივი კუთხით,  რათა მკითხველისთვის კითხვის პროცესი მაქსიმალურად კომფორტული იყოს. ხარვეზები, რათქმაუნდა, დარჩენილია, რათა შინაარსი მცირედითაც არ დაგვეკარგა.

გიორგი მაზნიაშვილი 1870 წელს, სოფელ სასირეთში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ, დედა − ქრისტინე გლურჯიძე, მამა − რუსეთიდან ჩამოსული ოფიცერი, ივანე მაზნევი. სამხედრო ნიჭი, შეიძლება ითქვას, გიორგი მაზნიაშვილს მამისგან ერგო. მან სამხედრო განათლება მიიღო, ხოლო შემდეგ, რუსეთის არმიაში გენერლის წოდებამდე აღზევდა. გენერალ მაზნიაშვილს მეტად ტრაგიკული ბედი დაჰყვა. იგი მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში,  რომელშიც დაიჭრა და ლაზარეთში პირადად ნიკოლოზ II - ის ქალიშვილები უვლიდნენ.  იგი ასევე იბრძოდა პირველმ სოფლიოომშიც. აღარაფერს ვამბობთ ღვაწლზე საქართველოს წინაშე, რომელიც ფასდაუდებელია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, 1937 წლის რეპრსიებს ვერც იგი გადაურჩა და დახვრიტეს. მისი საფლავი კი დღემდე უცნობია. 

 

40% - იანი ფასდაკლება წიგნეზე ”მოგონებანი” გამომცემლობისგან ”ოჩოპინტრე”

8 ლარის ნაცვლად იხდით მხოლოდ 4.80 ლარს.

 

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

გაყიდვაშია მხოლოდ 10 ცალი ვაუჩერი!

 

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
შეკვეთა

ღირებულება

4.8 ლარი

8.00 ლ

დანაზოგი

3.20 ლ

გაყიდულია 14
shipped
ნანახია 573-ჯერ