”35 კილო იმედი” - ანა გავალდას მიერ საოცრად უბრალოდ, დიდი სიკეთითა და იუმორით მოთხრობილი პატარა ბიჭის ამბავი. გამომცემლობა ”წიგნები ბათუმში”

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

35 კილო იმედი - ამ წიგნში ვერ შეხვდებით ანა გავალდას ჩვეულ სტილსა და ხრიკებს - აქ არც პარიზული სიმსუბუქე და ელეგანტურობაა, არც უცნაური სასიყვარულო სამკუთხედები, არც მიტოვებები და ინტრიგები. გავალდას ეს წიგნი არის საოცრად უბრალოდ, ლაღად, დიდი სიკეთითა და იუმორით მოთხრობილი პატარა ბიჭის ამბავი. აქ ყველაფერია მისი დარდებისა და სიხარულის, მისი ტკივილისა და , ერთი შეხედვით, უმნიშვნელო, მაგრამ, სინამდვილეში, ყველასთვის ნაცნობი და მტკივნეული პრობლემების შესახებ. გრეგუარი პატარა ბიჭია, რომელიც სკოლას ვერ იტანს, იმიტომ, რომ სწავლა მაინცდამაინც კარგად არ გამოსდის. ამიტომ ხშირად იღებს დაუმსახურებლად ცუდ მოპყრობას მასწავლებლებისა და მშობლებისგან. მაგრამ გრეგუარი უნიჭო არ გეგონოთ - მას ოქროს ხელები აქვს. რა გინდა, რომ მისმა ხელებმა ვერ შექმნან - ბანანის საფცქვნელი მოწყობილობები,დეტექტორები, მთამსვლელის ფეხსაცმელები... მაგრამ ბიჭის ხელმარჯვეობას მხოლოდ ბაბუა ლეონი ხედავს და აფასებს - გრეგუარის ერთადერთი საუკეთესო მეგობარი. სწორედ ბაბუასა და შვილიშვილის ამაღელვებელი მეგობრობის კეთილი ამბავია ის, რაც "35 კილო იმედს" ნებისმიერი ასაკის მკითხველს შეაყვარებს და უდიდესი იმედებით აავსებს.

 

40% - იანი ფასდაკლება ანა გავალდას წიგნზე ” 35 კილო იმედი” (გამომცემლობა ”წიგნები ბათუმში”)

9,90 ლარის ნაცვლად თქვენ იხდით 5,94 ლარს

ვაუჩერის რაოდენობა შეზღუდულია!

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
შეკვეთა

ღირებულება

5.94 ლარი

9.90 ლ

დანაზოგი

3.96 ლ

გაყიდულია 20
ნანახია 495-ჯერ