აიზეკ აზიმოვის "მარადისობის აღსასრული" - გადამუშავებული და შევსებული პირველი გამოცემა გამომცემლობისგან "წიგნები ბათუმში"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

აიზეკ აზიმოვის „მარადისობის აღსასრული“ მწერლის ერთ-ერთი პოპულარული და გამორჩეული რომანია. წიგნი სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკაა, იგი 1955 წელს გამოიცა და დღემდე უდიდესი სიყვარულითა და თაყვანისცემით სარგებლობს ჟანრის მოყვარულებში. 
„მარადისობის აღსასრული“ დროის ფენომენისა და დროში მოგზაურობის საინტერესო და ორიგინალურ გააზრებას გვთავაზობს. ნაწარმოებში აღწერილია მომავალი, რომელშიც კაცობრიობამ, დროში მოგზაურობის მეშვეობით, დროის მიღმა დააარსა მარადისობა – ორგანიზაცია, რომელშიც მარადიულები მუშაობენ – სპეციალურად მომზადებულ მეცნიერთა და ტექნიკოსთა ჯგუფი, რომლის დანიშნულება დროზე დაკვირვება და საჭირო ჩარევებით კაცობრიობის ბედის გაუმჯობესებაა. კაცობრიობის ბედნიერებას მარადიულები მცირე ჩარევების მეშვეობით აღწევენ – სულ პატარა ჭანჭიკის გადაადგილებამ, უმნიშვნელო ადამიანის გაქრობამ, ჩაშლილმა შეხვედრამ, დაუგეგმავმა მოვლენამ ხომ შეიძლება კაცობრიობის ისტორიას ომები და კატასტროფები ააცილოს თავიდან. მაგრამ ჩარევებს ბევრი რამ ეწირება და,რა თქმა უნდა, გარდაუვალია დიდი დილემებიც. 
„მარადისობის აღსასრულის“ ყოველ თავში სუნთქვის შემკვრელი მოულოდნელობა, სიუჟეტის წარმოუდგენელი შემობრუნება გელოდებათ – სწორედ ეს მოულოდნელობები ქმნის აიზეკ აზიმოვის განუმეორებელ ხელწერას.

 

მთარგმნელები: ნანა მელიწკაური, მარინა ქართველიშვილი, გიორგი ხარაიშვილი
რედაქტორი: ნინო ნეკერიშვილი
დიზაინერი: გაგა თურმანიშვილი

 

აიზეკ აზიმოვის "მარადისობის აღსასრული" - გადამუშავებული და შევსებული პირველი გამოცემა გამომცემლობისგან "წიგნები ბათუმში" - 40% - იანი ფასდაკლებით!

16.90 ლარის ნაცვლად იხდით 10.94 ლარს!

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941474552
შეკვეთა

ღირებულება

10.94 ლარი

16.90 ლ

დანაზოგი

5.96 ლ

გაყიდულია 17
shipped
ნანახია 1036-ჯერ