წიგნის დღეები! "ეპისტოლენი" - ტომი 11 სერიიდან "სამაგიდო წიგნების უნივერსალური 2 ათეული" (2008311220177)

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

აქციაზე მოქმედებს მხოლოდ საკურიერო მომსახურება!

მიწოდება ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით!

წიგნების მიღება დაიწყება 12 ივნისიდან (დამოკიდებულია გამოწერის ადგილზე)!

 

 

სერია "სამაგიდო წიგნების უნივერსალური 2 ათეული" ოც ყველაზე სასარგებლო და პრაქტიკულ წიგნს გთავაზობთ. ახალი გამოცემები საშუალებას მოგცემთ თქვენს ბიბლიოთეკას ისეთი წიგნები შემატოთ, როგორიცაა "სიბრძნის ენციკლოპედია", "ყველაფერი ყველაფერზე", "დიდი საოჯახო ენციკლოპედია", "საოჯახო სამზარეულო", "ქართული ხალხური ზღაპრები", "მეურნის ენციკლოპედია"…. და სხვა წიგნები

რას ნიშნავს სამაგიდო წიგნი? ეს არის წიგნი, რომელიც მუდმივად თქვენთან ახლოს უნდა იყოს, რადგან აქ მოცემული ინფორმაცია ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ, სხვადასხვა მიზნისთვის შეიძლება დაგჭირდეთ. სწორედ ასეთი სამაგიდო 20 წიგნის შესახებ უნდა გამცნოთ, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ერთ დიდ სერიად აქცია. ეს არის წიგნები, რომლებიც ყველა ოჯახში უნდა იყოს. ოცივე წიგნი სხვადასხვა დროის ბესთსელერია, რომლებიც ახლა უკვე განახლებული დიზაინითა და თანამედროვედ რედაქტირებული გამოიცემა.

 

 

 

მე-11 ტომში - "ეპისტოლენი" - შესულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II - ის საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეები 1978 წლიდან 2015 წლის ჩათვლით. ამ შესანიშნავ გამოცემას, "კვირის პალიტრის" მკითხველი გაზეთთან ერთად 8 თებერვალს მიიღებს. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გამოცემული "ეპისტოლენი" საზოგადოებისათვის აქტუალური თემებით და ბრძნული რჩევა-დარიგებით არის გაჯერებული, ამიტომ ვფიქრობთ, სამაგიდო წიგნად იქცევა ჩვენი მკითხველისთვის.

 

წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია): 
- უწმინდესის ეპისტოლე გაჯერებულია საღმრთო წერილით. მთელი ცხოვრება მიუძღვნა უფალს, ამიტომაც საზოგადოება გულანთებულად უსმენს თითოეულ სიტყვას, როგორც მამობრივი მზრუნველობითა და ფილოსოფიური ხედვით ურთულესი საკითხების მარტივად გადაჭრის გზას. პატრიარქის ნაუბარი განათლებულსა და უბირს ერთი დოზით მიეწოდება, მათ გულამდე აღწევს უბრწყინვალესი რჩევები. მოგვაგონდება მოციქულებზე ნათქვამი სიტყვა: ,,განუხვნა გონებანი მათნი გულისხმისყოფად წიგნთა". უწმინდესის სიტყვები, ქადაგებანი სამარადისოდ დაიუნჯებს მორწმუნეთა გულებში, რადგან თავად სიყვარულის გადმოფრქვევაა ასოთა წყობით. ჩვენი გულის მიმღეობით განიცდის უდიდეს შვებას, ვფიქრობთ, მკითხველი საუკუნო საგზალსა და ნუგეშს მიიღებს ამ წიგნის გაცნობისთანავე.

 

"ეპისტოლენი" - ტომი 11 სერიიდან "სამაგიდო წიგნების უნივერსალური 2 ათეული" (2008311220177) - 63% - იანი ფასდაკლებით!

30 ლარის ნაცვლად იხდით 11 ლარს!

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - readersland@hotsale.ge
Facebook გვერდი
შეკვეთა

ღირებულება

11 ლარი

30.00 ლ

დანაზოგი

19.00 ლ

გაყიდულია 5
ნანახია 350-ჯერ