წიგნის დღეები! "უღრან ტყეში" - ტანა ფრენჩის ბესტსელერი "პალიტრა L" - ის სერიიდან ”TOP თრილერი - წიგნები , რომლებზეც მსოფლიო ლაპარაკობს” (9789941244070)

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

აქციაზე მოქმედებს მხოლოდ საკურიერო მომსახურება!

მიწოდება ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით!

წიგნების მიღება დაიწყება 12 ივნისიდან (დამოკიდებულია გამოწერის ადგილზე)!

 

 

სერიიდან "TOP თრილერი"

 

 

თანა ფრენჩი - საკმარისია, დეტექტიური რომანებით ცნობილი ამ მწერლის რომელიმე წიგნი გადაფურცლოთ და თავს ვეღარ დააღწევთ, ისინი ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ეჭვი, ინტრიგა, საიდუმლოებები, სიმართლის ძიებაში წარმოქმნილი ლაბირინთები... მკითხველს გულგრილს ვერ ტოვებს. 
თანა ფრენჩის წიგნები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ითარგმნა. მათ შორისაა საქართველოც. გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტ ”ტოპ თრილერში" მწერლის დეტექტიური რომანი ”უღრან ტყეში" გამოიცა. 
უღრანი ტყე ბევრ საიდუმლოს ინახავს...… უღრან ტყეში ზოგჯერ შემზარავი ამბები ხდება...
დეტექტივ რობ რაიანს ბავშვობისდროინდელი საშინელი მოგონება მოსვენებას არ აძლევს - მისი ორი მეგობარი ტყეში უკვალოდ დაიკარგა, თავად კი სისხლში ამოთხვრილი ძლივს იპოვეს - ბიჭს აღარაფერი ახსოვდა.
გავიდა დრო.
იმავე ტყეში იპოვეს მხეცურად მოკლული 12 წლის ქეით დევლინის ცხედარი… და რობ რაიანს თავის მეწყვილე კესი მედოქსთან ერთად მოუწევს მკვლელის პოვნა.
თუმცა ხელჩასაჭიდი არაფერი ჩანს - მხოლოდ ჭორებითა და ბუნდოვანი მოგონებებით ვერ ამოხსნის გოგონას იდუმალებით მოცულ მკვლელობის საიდუმლოს.
მაგრამ რობ რაიანი გრძნობს, რომ გოგონას მკვლელობის საიდუმლოს ამოხსნის, თუ გაიხსენებს, რა შეემთხვა ბავშვობაში უღრან ტყეში.
 

თანა ფრენჩი 1973 წელს დაიბადა. მამამისი ეკომონიკური მრჩეველი გახლდათ და მრავალ ქვეყანაში უწევდა მუშაობა, სადაც ოჯახთან ერთად იდებდა ბინას. შესაბამისად, თანა ფრენჩი სხვადასხვა დროს ცხოვრობდა ირლანდიაში, იტალიაში, ამერიკასა და მალავის რესპუბლიკაში. ამჟამად ის ამერიკისა და იტალიის მოქალაქეა. 1990 წლიდან მოყოლებული, დუბლინში ცხოვრობს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად. 

აღსანიშნავია, რომ თანა ფრენჩი პროფესიით მსახიობი გახლავთ, მუშაობს როგორც თეატრში, ასევე კინოში და ახმოვანებს ფილმებს. დღეისათვის თანა ფრენჩი არაერთი რომანის ავტორია. მის წიგნებს მრავალი ჯილდო აქვთ მოპოვებული. 

”უღრან ტყეში" მსახიობი მწერლის სადებიუტო რომანია, რომელიც 2007 წელს გამოიცა და ავტორისთვის ნამდვილად ფეხბედნიერი აღმოჩნდა. რომანმა 2008 წელს დეტექტიურ ჟანრში პრაქტიკულად ყველა პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო დაიმსახურა. მაგალითად – ედგარ პოს, Anthony Award-ის, Barry Awards-ის პრემიები და Macavity Awards-ის ჯილდო საუკეთესო დებიუტისთვის. 

 

 

წყარო : იხილეთ ბმული

 

 

"უღრან ტყეში" - ტანა ფრენჩის მსოფლიო ბესტსელერი სერიიდან " TOP თრილერი" 50% - იანი ფასდაკლებით

15 ლარის ნაცვლად იხდით 7.50 ლარს!

 

 

 

 

 

 

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - readersland@hotsale.ge
Facebook გვერდი
შეკვეთა

ღირებულება

7.5 ლარი

15.00 ლ

დანაზოგი

7.50 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 2
ნანახია 170-ჯერ