"დიდი იმედები" - ჩარლზ დიკენსის უდიდესი რომანი ქართულ ენაზე! (გამომცმელობა "წიგნები ბათუმში")

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

"ყველაფერი, რაც თეთრი უნდა ყოფილიყო, ოდესღაც მართლც თეთრი იყო, მაგრამ უკვე დიდი ხანია, სისპეტაკე დაეკარგა და მჭკნარი ყვითელი ელფერი ედო. ისიც შევნიშნე, რომ საპატარძლო კაბისა და ყვავილების მსგავსად, თვით პატარძალიც მომჭკნარიყო, გადაფითრებულიყო და ერთადერთი, რაც შემორჩენოდა, ჩაცვენილი თვალების სიკაშკაშე იყო.მის კაბას ეტყობოდა, რომ ოდესღაც ახალგაზრდა ქალს სრულ ტანზე მოარგეს, ახლა კი ძვალსა და ტყავზე ჩვარივით ეკიდა.

- იცი თუ არა, რას ვეხები ახლა? - ქალმა ხელისგულები გადააჯვარედინა და მკერდის მარცხენა მხარეს მიიდო.
- დიახ, მემ.
- რა მაქვს აქ?
- გული.
- ეს გული გაბზარულია, - დაჟინებით, დიდი გზნებით, იდუმალი და თითქოს თავმომწონე ღიმილით წარმოთქვა ქალმა."

 

 

ჩარლზ დიკენსის უდიდესი რომანი ქართულ ენაზე!

”დიდი იმედები“ ჩარლზ დიკენსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ამაღელვებელი ნაწარმოებია. აქ თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს. რომანის მთავარი გმირი, ობოლი პიპი გვიყვება საკუთარ ამბავს - თუ როგორ ცხოვრობდა ერთ მყუდრო სოფელში დასთან და სიძესთან ერთად, ვიდრე მის ცხოვრებაში უცნაური ადამიანები გამოჩნდებოდნენ, რათა მისთვის გული გაებზარათ, იმედები ჩაესახათ, ერთგულება ეჩვენებინათ ანდა უმადურად ექციათ.

დასაწყისშივე მკითხველის თვალწინ მოღუშული პეიზაჟი იშლება - ჭაობები, სასაფლაო და ციხიდან გამოქცეული პატიმარი, რომელიც პატარა პიპს გზად გადაეღობება. მალევე ერთი, ამქვეყნიერებას მოწყვეტილი ქალი ბიჭს სახლში მიიწვევს და მშვენიერ ესტელას გააცნობს. აქედან პიპის უჩვეულო თავგადასავალი იწყება - უცნაური დამთხვევებითა და ფათერაკებით სავსე. 

პიპი ძალზე ემოციურად, სევდიანად და ირონიულად აღწერს მთელ ამბავს. ნაწარმოებში შეხვდებით ტრაგიკომიკურ სცენებსაც, კრიმინალურ დრამასაც, გოტიკურ პასაჟებსაც, სასიყვარულო ისტორიებსაც, იდეით შეპყრობილობასაც და სინდისის ქენჯნასაც. „დიდი იმედები“ ლიტერატურული ჟანრების, ანტაგონისტური პერსონაჟებისა და ემოციების ნამდვილი თაიგულია.

 

მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე

რედაქტორი: ხათუნა ნონიაშვილი

ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

ტექნიკური დიზაინი: მალხაზ ფაღავა

 

 

"დიდი იმედები" - ჩარლზ დიკენსის უდიდესი რომანი ქართულ ენაზე! (გამომცმელობა "წიგნები ბათუმში") - 40% - იანი ფასდაკლებით!

24.90 ლარის ნაცვლად იხდით 14.94 ლარს!

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

 

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
შეკვეთა

ღირებულება

14.94 ლარი

24.90 ლ

დანაზოგი

9.96 ლ

გაყიდულია 22
shipped
ნანახია 2257-ჯერ