ედუარდ მორგან ფორსტერი - "ოთახი ხედით" - გამომცემლობისგან "წიგნები ბათუმში"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

ედუარდ მორგან ფორსტერი ინგლისური კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. სხვადასხვა ავტორიტეტულმა გამოცემებმა მისი საკულტო ნაწარმოები, "ოთახი ხედით", მე-20 საუკუნის საუკეთესო რომანებს შორის დაასახელეს. 

”ოთახი ხედით" მეოცე საუკუნის დასაწყისის ბრიტანული საზოგადოების ერთგვარი კრიტიკაა; საზოგადოებისა, რომელიც შებოჭილია დრომოჭმული ტრადიციებით, მოძველებული შეხედულებებით და ამის გამო მისი წევრები იძულებულნი არიან, დათრგუნონ თავიანთი ჭეშმარიტი გრძნობები და ვნებები; იმოქმედონ ისე, როგორც გარშემომყოფთ მიაჩნიათ მართებულად. განსაკუთრებული წნეხის ქვეშ ქალები არიან, რადგან მათგან მოითხოვენ მუზობას, კდემამოსილებას, ოჯახის დედობას, უშფოთველ ცხოვრებას და არავითარ შემთხვევაში - გაბედულ ნაბიჯებს. მათგან მხოლოდ განსაკუთრებით მამაცებს ჰყოფნით ძალა, თავიანთ გულის კარნახს მიჰყვნენ. 

რომანტიკული ფლორენცია, გაზაფხულის პირი, იებით მოფენილი ბორცვები, რენესანსის ეპოქის ხელოვნების ნიმუშები და პანსიონატი "ბერტოლინი", სადაც კომედიის მუზის ახირებით თავს იყრის ერთმანეთისგან განსხვავებულ ინგლისელ ტურისტთა ჯგუფი და მათი ცხოვრება სამუდამოდ უკავშირდება ერთმანეთს. ლიუსი ჰანიჩერჩსა და ჯორჯ ემერსონს შორის ჩაისახება გრძნობა, რომელსაც ახალგაზრდები ჯერ სახელს ვერ არქმევენ, მაგრამ ამ ჩანასახის განვითარებას ბევრი დაბრკოლება ხვდება წინ მიღებული ქცევის წესების, ეტიკეტისა და მართებულობის სახით. 

 

მთარგმნელი: ნინო მიქაშავიძე

რედაქტორი: მარიამ კორინთელი

ყდის დიზაინი: ნატალია ავალიანი

ტექნიკური დიზაინი: მალხაზ ფაღავა

 

 

 

ედუარდ მორგან ფორსტერი - "ოთახი ხედით" - გამომცემლობისგან "წიგნები ბათუმში" - 40% - იანი ფასდაკლებით!

23.90 ლარის ნაცვლად იხდით 14.34 ლარს!

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941474842
შეკვეთა

ღირებულება

14.34 ლარი

23.90 ლ

დანაზოგი

9.56 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 21
shipped
ნანახია 1527-ჯერ