ჯორჯ ორუელი - "ბირმული დღეები" - "პალიტრა L" - ის სერიიდან "ლიტერე ინვენტე"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

ამჯერად მკითხველს მასპინძლობს ულამაზესი ბირმა! ორუელი, რომელიც რამდენიმე წელიწადი თავად ცხოვრობდა ბირმაში და ადგილობრივ პოლიციაშიც მსახურობდა, კარგად იცნობს ამ ქვეყანას და გვიამბობს სამშობლოდან კოლონიაში გადმოხვეწილი მარტოსული ინგლისელის - ჯონ ფლორის სულისშემძვრელ ისტორიას.  ფლორის გულით უყვარს ეს სამოთხის დარი ქვეყანა, რომელიც იმპერიალიზმის, კორუფციისა და სიღატაკის მსხვერპლია. პერსონაჟი გაუბედავად, მაგრამ მაინც უპირისპირდება ბირმაში გაბატონებულ, იმპერიალისტური და მომხვეჭელური ჟინით, ქსენოფობიითა და რასიზმით შეპყრობილ თანამემამულეებს და, ამ ბრძოლით უზომოდ დაღლილი, ეძებს გულის სწორს, რომელიც ამ რთულ ყოფას მასთან ერთად გაიზიარებს.

თქვენ წინაშე წარდგებიან გენიოსის მახვილი თვალით დანახული ინგლისელი, ინდოელი, ჩინელი და ბირმელი პერსონაჟები; გაეცნობით ადგილობრივ კოლორიტს, ტრადიციებს; თვალწინ გადაგეშლებათ ავტორის ოსტატური კალმით აღწერილი ტროპიკული ქვეყნის დაუვიწყარი პანორამა; გახდებით ბანანების, ორქიდეებისა და ბამბუკის საუფლოში გაღვივებული დრამატული ვნებების მოწმენი... რეალისტური პროზის მოყვარულებს - და არა მხოლოდ მათ - უდავოდ დიდი სიამოვნება ელით!

 

 

ჯორჯ ორუელი - "ბირმული დღეები" - "პალიტრა L" - ის სერიიდან "ლიტერე ინვენტე" (9789941293061) - 41% - იანი ფასდაკლებით!

17 ლარის ნაცვლად იხდით 9.95 ლარს!

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

 
ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941293061
შეკვეთა

ღირებულება

9.95 ლარი

16.95 ლ

დანაზოგი

7.00 ლ

გაყიდულია 28
shipped
ნანახია 2085-ჯერ