ძვირფასო მკითხველო,
თუ ობოლი ბოდლერების შესახებ ჯერ არაფერი გსმენიათ, მაშინ სანამ ამ წიგნს წაიკითხავთ, წინასწარ გეტყვით, რომ ვიოლეტი, კლაუსი და სანი კეთილი და ჭკვიანი ბავშვები არიან, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი ცხოვრება სავსეა უიღბლობითა და მწუხარებით. აქამდე დაწერილ ამბებს შორის ამ წიგნში მოთხრობილი თავგადასავალი ალბათ ყველაზე მეტად დაგასევდიანებთ.
ამჯერად ბოდლერებს მოუწევთ გადაიტანონ საზარელი ქარიშხალი, გაუმკლავდნენ მშიერ წურბლებს, მოღრუბლულსა და ცივ დღეს ჭამონ კიტრის ცივი წვნიანი, შეებრძოლონ ბოროტმოქმედ მტერს... თუ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს თქვენი გული გაუძლებს, მაშინ შეგიძლიათ ეს წიგნი წაიკითხოთ, მაგრამ თუ ცუდ გუნებაზე დადგომა არ გსურთ, გირჩევთ, გასართობად სხვა საქმე გამოძებნოთ.
მე კვლავ განვაგრძობ ამ ტრაგიკული ამბების წერას, რადგან ეს ჩემი საქმიანობაა. თქვენ კი თავად განსაჯეთ, რამდენად შეძლებთ ამდენი უბედურების გადატანას.
დიდი პატივისცემით,
ლემონი სნიკეტი
ყდა: მაგარი
გვერდები: 164
ფორმატი: 12.50 X 18.00
ლემონი სნიკეტი - "საზარელი სამხერხაო" - უიღბლო ამბების სერია "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან" (9789941239540) - 70% - იანი ფასდაკლებით!
9.90 ლარის ნაცვლად იხდით 2.97 ლარს!
ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!
ღირებულება
2.97 ლარი
9.90 ლ
დანაზოგი
6.93 ლ