ფეხბურთის ტაქტიკების ისტორია ჯონათან უილსონის წიგნში "პირამიდის გადმობრუნება" - გამომცემლობისგან "არეტე"!

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

როდესაც ამ წიგნს წაიკითხავთ, გვერწმუნეთ, სულ სხვაგვარად დაიწყებთ ფეხბურთის ყურებას. 

რა გავლენა აქვს ტაქტიკას ფეხბურთზე, როგორ ჯობია განლაგდნენ ფეხბურთელები მოედანზე და როგორ უნდა იმოძრაონ მათ, მაინც რისი ბრალია, თქვენი გუნდი კონკრეტულ თამაშს იგებს თუ აგებს? ეს არის კითხვები, რომლებზე პასუხების ძიებასაც უსათუოდ დაიწყებთ.

„გარდიანის” ავტორი ჯონათან უილსონი გვთავაზობს ფეხბურთის განვითარების ღრმა და ყოვლისმომცველ ისტორიას, სადაც დეტალურად არის განხილული ყველა ის ძირითადი ტაქტიკა, რომელმაც ფეხბურთის განვითარება განაპირობა.

„პირამიდის გადმობრუნება” გაჯერებულია უამრავი საინტერესო ფაქტით, ხშირად ანეკდოტითაც ფეხბურთის ისტორიიდან, რომელთა შესახებ ბევრს არაფერი სმენია. მშრალი სტატისტიკა აქ ენაცვლება უსაზღვროდ ემოციურ ამბებს მწვრთნელების და ფეხბურთელების ცხოვრებიდან, რომლებიც ხან ღრმად ჩაგაფიქრებს, ხანაც გულიანად გაცინებს.

მთავარი პერსონაჟი კი მაინც მისი უდიდებულესობა ფეხბურთია. მის საუკუნენახევრიან, მთელი მსოფლიოს მომცველ სუნთქვას თქვენ ამ წიგნში სრულად შეიგრძნობთ.

ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ „პირამიდის გადმობრუნება“ მრავალ ქვეყანაში ბესტსელერად იქცა და დღესდღეობით ფეხბურთის შესახებ დაწერილ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად ითვლება.

 

თარგმანი: გიორგი გვასალია; ილია ბაბუნაშვილი

 

 

გამომცემლობა "არეტე" გთავაზობთ 40%-იან ფასდაკლებას ჯონათან უილსონის წიგნზე - "პირამიდის გადმობრუნება" ​

28 ლარის მაგივრად თქვენ იხდით 16.85 ლარს.

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ავტორი ჯონათან უილსონი
ენა ქართული
სიგანე 16.2 სმ
სიმაღლე 23.2 სმ
გვერდების რაოდენობა 466
ყდა რბილი
ISBN 9789994054589
შეკვეთა

ღირებულება

16.85 ლარი

28.00 ლ

დანაზოგი

11.15 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 3
shipped
ნანახია 184-ჯერ