თომას მანი - "ლოტე ვაიმარში" და ენ ბრონტე - "აგნეს გრეი" - გამომცემლობისგან "პალიტრა L"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

ლოტე ვაიმარში - თომას მანი

(ISBN კოდი: 9789941290947)

რა რჩებათ სათქმელი მოხუცებულ მწერალსა და მის მუზას? სიყვარული მხოლოდ წიგნის ფურცლებზეა მარადიული თუ ცხოვრებაშიც? როგორია უარყოფილი სიყვარულის გამოძახილი, დარჩა თუ არა რაიმე გრძნობისგან, რომელმაც გოეთეს "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი" დააწერინა? რას შეიძლება გრძნობდეს უკვე ასაკში შესული, ქვრივი ქალი, რომელიც მწერლის უდიდესი სიყვარულის ობიექტი იყო და მარადიულობა მის რომანში მოიპოვა? არავინ იცის, სინამდვილეში შეხვდნენ თუ არა ლოტე და გოეთე ერთმანეთს მათი სიცოცხლის დაისის დროს, თუმცა, ლიტერატურა ხომ სწორედ დაუმტკიცებელი ფაქტების, წარმოსახვების და, რაც მთავარია, დიდი სიყვარულის ხელოვნებაა... თომას მანის "ლოტე ვაიმარში" კიდევ ერთი ლიტერატურული მოგზაურობაა ცნობილი ავტორისა და მისი მუზის ცხოვრების ერთი შეხედვით ჩვეულებრივ მონაკვეთში....

 

აგნეს გრეი - ენ ბრონტე

(ISBN კოდი:9789941291210)

ახალგაზრდა აგნესი კარჩაკეტილ ცხოვრებასთან დამშვიდობებასა და სამყაროს გაცნობას მას შემდეგ გადაწყვეტს,რაც მისი ოჯახი მატერიალურ გასაჭირში აღმოჩნდება.განათლებულსა და კარგად აღზრდილს,რომელიმე მდიდარი ოჯახის გუვერნანტობა საუკეთესო გამოსავლად მიაჩნია და იმედებით სავსე ტოვებს მშობლიურ სახლს.სამყარო კი,თურმე,სულ სხვანაირია - სიხარულით ხელგაშლილი არ ეგებება აგნესს,სადაცაა იმედებს დაუმსხვრევს და ადამიანებისადმი ნდობასაც დააკარგვინებს.ერთ განსაცდელს მეორე მოსდევს, თითქოს მთელი ქვეყანა მის წინააღმდეგაა...

 

 

თომას მანი - "ლოტე ვაიმარში" და  ენ ბრონტე - "აგნეს გრეი" - გამომცემლობისგან "პალიტრა L" - 38% - იანი ფასდაკლებით!

24 ლარის ნაცვლად იხდით 14. 99 ლარს!

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 2007090106405
შეკვეთა

ღირებულება

14.99 ლარი

24.00 ლ

დანაზოგი

9.01 ლ

გაყიდულია 2
shipped
ნანახია 470-ჯერ