მსოფლიოს ახალი პოლიტიკური რუკა "არეტეს გამომცმელობისგან". რუკის ზომაა 135X90 სმ. მასშტაბი – 1 : 33.000.000.

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

გამომცემლობა "არეტემ" გამოსცა მსოფლიოს ახალი პოლიტიკური რუკა. რუკის ზომაა 135X90 სმ. მასშტაბი – 1 : 33.000.000. მასში ასახულია ბოლოდროინდელი ყველა ცვლილება გეოგრაფიულ სახელებში. (უკანასკნელი ცვლილება – მთა მაკკინლის დაერქვა მთა დენალი).

რუკა ძალიან დაწვრილებითია. გარდა ჩვეულებრივი ქვეყნების გადანაწილებისა, მასში ნაწილობრივ ასახულია ფიზიკურ-გეოგრაფიული მონაცემებიც (მთები, უდაბნოები, დინებები, ღრმულები, კონცხები და ა.შ.), აშშ-ს, კანადის და ავსტრალიის შტატები, დიდი ეროვნული პარკები.

ცალკე გამოყოფილია ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების რუკები.

განსაკუთრებულად აღსანიშნავია ტოპონიმების დეტალური რედაქტირება. გამოყენებულია საერთაშორისოდ აღიარებული გეოგრაფიული დასახელებები და არა რუსული კალკები, რაც ხშირად გვხვდებოდა ბოლოდროინდელ ქართულ რუკებში. ასე მაგალითად: ტეხასის ნაცვლად ტექსასი, გუდზონის ნაცვლად ჰადსონი, პეკინის ნაცვლად ბეიჯინი და სხვა. ასევე, ნაკლებად ცნობილი გეოგრაფიული სახელები წერია ისე, როგორც გამოითქმის ორიგინალურ ენაზე. მაგალითად ჩიმკენტის ნაცვლად შიმკენტი, ბორისოვის ნაცვლად ბარისაუ და ა.შ. ამავე დროს ისეთი ეტაბლირებული ტოპონიმები, როგორიცაა მაგალითად მოსკოვი, სტამბული ან კიევი ხელუხლებლად არის დატოვებული.

ლამინაციის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ შესაძლებელია რუკა იატაკზე დაიგოს და მასზე დაჯდე ან გაიარო ისე, რომ არ დაზიანდეს. ეს თვისება მნიშვნელოვანია საბავშვო კუთხისთვის.

 

გამომცემლობა "არეტე" გთავაზობთ 40%-იან ფასდაკლებას მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე

28 ლარის მაგივრად თქვენ იხდით 16.80 ლარს.

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
სიგანე 135 სმ
სიმაღლე 90 სმ
შეკვეთა

ღირებულება

16.8 ლარი

28.00 ლ

დანაზოგი

11.20 ლ

გაყიდულია 10
shipped
ნანახია 691-ჯერ