თანამედროვე ბრიტანელი მწერლის, ჯულიან ბარნსის (1946) ”მსოფლიოს ისტორია 10 ½ კარად” ერთმანეთთან დაკავშირებული მოთხრობებისაგან შედგება. თხრობის ფორმა ამბიდან ამბამდე იცვლება - მონოლოგი, ესე, დღიური, ოქმი... წიგნის სათაური, ცხადია, ირონიულია. ბარნსი წარსულს, ისტორიას, ფაქტებსა და მათ ინტერპრეტაციას ეჭვის თვალით უყურებს. ბიბლიური წარღვნის არაკანონიკური ვერსია, ნოეს კიდობანს უნებართვოდ დამგზავრებული სულიერი რომ გვიყვება, მეთექვსმეტე საუკუნის საფრანგეთში გამართული სასამართლო სხდომის ოქმი, სადაც ღვთის გმობაში ბრალდებულ ხის ჭიათა ბედი წყდება თუ ჟერიკოს სახელგანთქმული ტილოს, ”მედუზას ტივის” შექმნის ამბავი პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ბრწყინვალე ნიმუშებია.
ჯულიან ბარნსი - "მსოფლიო 10 ½ კარად" - გამომცემლობისგან "დიოგენე" 40% - იანი ფასდაკლებით
15.90 ლარის ნაცვლად იხდით 9.50 ლარს!
ღირებულება
9.5 ლარი
15.90 ლ
დანაზოგი
6.40 ლ