სვეტლანა ალექსიევიჩი - ”ჩერნობილის ლოცვა” - ნობელიის პრემიის მფლობელი ლიტერატურის დარგში

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

ბელარუსი რუსულენოვანი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი ის ავტორია, რომელსაც თარგმნიან და ინტერესით კითხულობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მას რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული, მათ შორის პრემია „ტრიუმფი“ – 1997 წ. (რუსეთი); რემარკის პრემია – 2001 წ. (გერმანია), ამერიკელ კრიტიკოსთა პრემია – 2006 წ. (აშშ), შარშან კი მწერალი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გერმანიის წიგნით მოვაჭრეთა გაერთიანებამ მშვიდობის პრემიით დააჯილდოვა. სვეტლანა ალექსიევიჩი საბჭოთა (და პოსტსაბჭოთა) მნიშვნელოვან ამბებს ზეპირი ისტორიის მეთოდით აღწერს. მისი ნაწარმოებების გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ვისი ნაამბობის მიხედვითაც მწერალი ახერხებს სრულიად უნიკალური და შთამბეჭდავი ტექსტების შექმნას. რომანი „ჩერნობილის ლოცვა“ (1997) იმ ციკლის ნაწილია, რომელსაც სვეტლანა ალექსიევიჩმა „უტოპიის ხმები“ უწოდა. ციკლი ხუთი წიგნისგან შედგება: „ომს ქალის სახე არ აქვს“ (1985), „თუთიის ბიჭები“ (1991), „სიკვდილით მოჯადოებულნი“ (1993-1994) და „სექენდ ჰენდის დრო“ (2001). „ჩერნობილის შემდეგ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ“, – ამბობს ავტორი. ეს წიგნი ზეპირი ისტორიის მეთოდითაა დაწერილი. ალექსიევიჩი წლების განმავლობაში დაეძებდა და იწერდა იმ ადამიანთა ისტორიებს, ვისაც პირდაპირ შეეხო გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფა.

 

 

სვეტლანა ალექსიევიჩი - ”ჩერნობილის ლოცვა” - ნობელიის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში - 50% - იანი ფასდკლებით

18 ლარის ნაცვლად იხდით მხოლოდ 9 ლარს!

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

 
ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ყდა რბილი
ISBN 9789941445347
შეკვეთა

ღირებულება

9 ლარი

18.00 ლ

დანაზოგი

9.00 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 0
ნანახია 102-ჯერ