ფრანც კაფკა - ”პროცესი” - გამომცემლობისგან ”ოჩოპინტრე”

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

ფრანც კაფკა ის მწერალია, რომელმაც მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, მსოფლიო ლიტერატურაში უდიდესი კვალი დატოვა. კაფკას სიცოცხლეში აღიარება არ მოუპოვებია. მეტიც, რომ არა მწერალი მაქს ბროდი, (იგი ფრანც კაფკას უახლოესი მეგობარი გახლდათ) სიცოცხლის შემდეგაც უცნობი დარჩებოდა ფართო საზოგადოებისთვის, რადგანაც კაფკამ სიკვდილის წინ მაქს ბროდს თავისი ნაწარმოებების განადგურება სთხოვა. საბედნიეროდ, ბროდმა მეგობრის უკანასკნელი თხოვნა არ შეასრულა. ფაქტია, ამით მხოლოდ და მხოლოდ ლიტერატურამ გაიმარჯვა. გამომცემლობა „ოჩოპინტრე“ კი ქართველ მკითხველს დიდი მწერლის ერთ-ერთ უმთავრეს ნაწარმოებს − „პროცესს“ სთავაზობს.

 

ფრანც კაფკას თხრობის მანერა მის ყველა ნაწარმოებში სიმბოლურ-ალეგორიულია. პირობითი და აბსტრაქტულია „პროცესის“ მოქმედების ფონიც. რომანის მთავარი გმირი, ბანკის მოხელე იოზეფ კ. სრულიად უმწეო აღმოჩნდება გაურკვეველი და ულმობელი სამსჯავროსწინაშე. კაფკას უმთავრესი მწერლური ღირსებაა - გააღვიძოს ადამიანში პასუხისმგებლობის გრძნობა: „ნუ დავიმშვიდებთ თავს, რომ დამნაშავენი სხვები არიან, ხოლო ჩვენ უნაკლონი ვართ; ვიყოთ ადამიანები, ვცადოთ ადამიანებად ყოფნა“ - ასეთია მისი მრწამსი...

 

ფრანც კაფკა - ”პროცესი” - გამომცემლობისგან ”ოჩოპინტრე” 43% - იანი ფასდაკლებით

10 ლარის ნაცვლად იხდით 5.75 ლარს!

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

 

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941068669
შეკვეთა

ღირებულება

5.75 ლარი

10.00 ლ

დანაზოგი

4.25 ლ

გაყიდულია 4
shipped
ნანახია 147-ჯერ