ასტრიდ ლინდგრენისა და სარა შვარტის მიმოწერა - "შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ" - გამომცემლობისგან - "ინტელექტი"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

1971 წლის აპრილში 12 წლის შვედი გოგო, სარა იუნგკრანცი, პირველ, ძალზე გაბედულ და პირდაპირ წერილს სწერს თავის თანამემამულეს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და საყვარელ საბავშვო მწერალს, ასტრიდ ლინდგრენს. სარა იმედოვნებს, რომ ცნობილი მწერალი მას ფილმ „თეთრ ქვაში“ ფიდელის როლზე სასინჯ გადაღებებში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება. ცნობილი მწერალი იმდენად მკვახე წერილით პასუხობს, რომ სარა მას ნაკუწებად აქცევს და ტუალეტში ჩარეცხავს. მოგვიანებით კი კიდევ ერთ, უფრო გაწონასწორებულ და თბილს წერილს მისწერს, რომელიც მათი მრავალწლიანი გაბმული მიმოწერის დასაწყისი გახდება. ამ მიმოწერის ყველაზე აქტიური ფაზა სარას ცხოვრების ყველაზე რთულ და პრობლემებით სავსე ხანას ემთხვევა. მწერალი თავისი თბილი და მეგობრული დამოკიდებულებით ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაში წარუშლელ კვალს ტოვებს. 1971 წლიდან 2002 წლამდე მათ ერთმანეთს 80 წერილი მისწერეს, რომელიც ლიტერატურათმცოდნე და ასტრიდ ლინდგრენის მუზეუმის ბიბლიოთეკარმა, ლენა ტორნკვისტმა, ასტრიდ ლინდგრენის არქივში მოაგროვა და ერთ წიგნად გამოსცა.

 

გვერდები: 261

ფორმატი: 14.5x20.3

გარეკანი: რბილი

აისბიენი/აიდი: 9789941470882

 

50%-იანი ფასდაკლება წიგნზე -  "შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ" .

15.50 ლარის მაგივრად თქვენ იხდით 7.75 ლარს.

მოცემული ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

 
ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941470882
შეკვეთა

ღირებულება

7.75 ლარი

15.50 ლ

დანაზოგი

7.75 ლ

გაყიდულია 5
shipped
ნანახია 157-ჯერ