ჰენრიკ იბსენი - ”ჰედა გაბლერი” - ცხოვრების არსისა და ადამიანური ურთიერთობების შავი, ნაწილობრივ იუმორისტული აღწერა - გამომცემლობა ”MTP"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

„ჰედა გაბლერი“ ცხოვრების არსისა და ადამიანური ურთიერთობების შავი, ნაწილობრივ იუმორისტული აღწერაა. ბევრი ჰედრას მსხვერპლად მიიჩნევს, სხვები კი ხაზს უსვამენ მისი, როგორც ქედმაღალი, ეგოისტი და გარყვნილი გენერლის ასულის აქტიურ ხასიათს და ფიქრობენ, რომ ქალიშვილს ისეთვე მცირე კონტაქტი აქვს სამყაროსთან, როგორც სასახლეში გამოკეტილ პრინცესას; ზოგისთვის ჰედა გაბლერი მეამბოხეა, რომელიც უჯანყდება იმას, რაც სძულს. მარტივი სიმართლე კი ისაა, რომ ჰედას ცხოვრება სასაცილოდ, უღირსად და ყალბად ეჩვენება. ქალიშვილს, რომელიც ცხოვრებისგან დაღლილი ნიჰილისტია, უფრო მეტი და უფრო მშვენიერი უნდა. ასეთ მდგომარეობაში იგი თამაშობს საბრალო, გულუბრყვილო ადამიანებით, რათა არ მოიწყინოს. ამ შემთხვევაში კი პროვოკაცია პროტესტი კი არა, თავის გახალისების მცდელობა უფროა.

 

ჰაროლდ ბლუმი, იელის უნივერსიტეტის ერთ-ერთი წამყვანი ლიტერატურათმცოდნე მიიჩნევს, რომ ჰედა გაბლერი იბსენის სხვა ადრეულ დრამატულ პერსონაჟებს არ უნდა შევადაროთ. ის, მისი აზრით, უფრო იაგოა „ოტელოში“, ან „საშინლად მომხიბლავი“ ავბედითი ჰულდრა. გენერლის ქალიშვილი მიჩვეულია ჰქონდეს ყველაფერი, რაც სურს. თაყვანისმცემლებით გარშემორტყმული ცდილობს თავი დააღწიოს ბანალურობას და გათავისუფლდეს იმ ქსელისგან, რომელიც თავადვე გააბა. ჰედა ცინიკურია, ცხოვრებისგან დაღლილი და ყინულივით ცივი, მაგრამ დაუცველი და მეამბოხე. ის ეს-ესაა დაბრუნდა თაფლობის თვის ნახევარწლიანი მოგზაურობიდან, როდესაც ქალაქში მისი ძველი სიყვარული ჩამოდის.

 

ჰენრიკ იბსენი - ”ჰედა გაბლერი” - გამომცემლობა ”MTP" 41% - იანი ფასდაკლებით

10 ლარის ნაცვლად იხდით 5.59 ლარს!

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941080098
შეკვეთა

ღირებულება

5.9 ლარი

10.00 ლ

დანაზოგი

4.10 ლ

გაყიდულია 5
shipped
ნანახია 169-ჯერ