ზიგმუნდ ფროიდის საყვარელის პიესა, ჰენრიკ იბსენის - ”როზმერსჰოლმი” - გამომცემლობისგან MTP

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

იბსენი თეატრმცოდნედ, თანამედროვე დრამატურგიის მამად მიაჩნიათ. ”როზმერსჰოლმი”, მისი პირველი ღრმად ფსიქოლოგიური პიესა, რომელიც მოგვიანებით, უკვე მოწიფულმა დაწერა და რომელმაც მყარი სახელი დაუმკვიდრა, მის ”გარეულ იხვთან” და ”ჰედა გაბლერთან ერთად”, შედევრად არის აღიარებული. 1916 წელს, ”როზმერსჰოლმია” თავად ზიგმუნდ ფროიდმა, ფსიქოანალიზის მამამთავარმა გააანალიზა. ეს დრამა მისი საყვარელი პიესა იყო, რადგან იმ განცდებს გადმოსცემდა, რომლებიც სათავეს ქვეცნობიერში მიმალული სექსუალური ლტოლვის, იდეალისტური მისწრაფების, ტრავმული ისტორიისა და სიყვარულის, სიმბოლიზმის, სიკვდილისა და დანშაულის გრძნობიდან იღებდა. რებეკა ვესტი, იბსენის გმირი ქალებიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული პერსონაჟია, რომელიც მაღალ იდეალებსა და ქვენა ვნებათ, ბრწყინვალე მომავლის მოლოდინსა და ყოველდღიურ რეალობას შორის მერყეობს. 


”როზმერსჰოლმი”, პოლიტიკური თვალთახედვით, განდგომილი მღვდლისა და როზმერჰოლმის მამულის პატრონის _ იოჰანეს როზმერის, ისტორიაცაა, რომელსაც ახალგაზრდა რადიკალებისა და რებეკა ვესტის გავლენით, სურს მთელი თავისი ცხოვრება და ტრადიციული და პატივდებული ოჯახის სახელიც რადიკალებს შესწიროს. ამის გამო, მისი ძველი, კონსერვატორი მეგობრები როზმერს ეწინააღმდეგებიან და ცდილობენ აზრი შეაცვლევინონ. ყველაფერი, რაც წინათ აშკარა და ნათელი იყო, გაურკველელი და ბნელით მოცული გამხდარა. 

 

ჰენრიკ იბსენი - ”როზმერსჰოლმი” - გამომცემლობისგან ”MTP" 41% - იანი ფასდაკლებით.

10 ლარის ნაცვლად იხდით 5.9 ლარს!

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

 
ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941076770
შეკვეთა

ღირებულება

5.9 ლარი

10.00 ლ

დანაზოგი

4.10 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 6
shipped
ნანახია 198-ჯერ