მაქს ფრიში - "ლურჯწვერა" - გამომცემლობისგან "ინტელექტი"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

ლურჯწვერა ცნობილი მწერლისა და დრამატურგის, მე-20 საუკუნის შვეიცარიული ლიტერატურის კლასიკოსის მაქს ფრიშის (1911-1991) ბოლო დიდი ნაწარმოებია. 1982 წელს გამოქვეყნებულ ამ მოთხრობაში ავტორი კიდევ ერთხელ უბრუნდება თავისი შემოქმედებისთვის ჩვეულ მოტივებს: საკუთარი თავის ძიებას, ადამიანის მომწყვდევას მისი იმ ხატის ჩარჩოებში, რომელსაც მის ირგვლივ მყოფნი ქმნიან, ქალთან ურთიერთობაში მამაკაცის დანაშაულსა და დანაშაულის გრძნობას. ქართულ ენაზე თარგმნილია ფრიშის რომანები Homo Faber და „ვიქნები თუნდაც განტენბაინი“, რამდენიმე მოთხრობა და პიესა.
 
„რაც შეეხება ჩემს ლურჯწვერას: შაადმა არ იცის, მისთვის დანაშაული რას ნიშნავს და, ვფიქრობ, ის დღეს ერთადერთი არ არის, ვინც ეს არ იცის. შაადი დანაშაულის ლატენტური გრძნობით არის შეპყრობილი. სასამართლო პროცესზე მას აბრალებენ დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენია. მან იცის, რომ მკვლელი არ არის, მაგრამ მაინც ვერ ამბობს, უდანაშაულო ვარო... ამ, ცოტა არ იყოს, შემზარავ წიგნში ჩემთვის მთავარია დანაშაულისა და უდანაშაულობის ურთიერთმიმართება იმ შემთხვევაში, როცა დანაშაული ქმედებით არ დასტურდება. ... საამისოდ სისხლის სამართლის ერთი ჩვეულებრივი საქმე შევარჩიე, არ მინდოდა, მკითხველის ყურადღება მხოლოდ ამ საქმეზე გადასულიყო. რადგან მაინტერესებდა არა თვით სისხლის სამართლის საქმე, არამედ სიმართლის ძიების ტექნიკა, სასამართლო, როგორც მაგალითი...“ (მაქს ფრიშის ერთ-ერთი ინტერვიუდან)

 

გერმანულიდან თარგმნა დავით კაკაბაძემ

გვერდები:146

ფორმატი:14x18

ყდა:რბილი

 

 

მაქს ფრიში - "ლურჯწვერა" - გამომცემლობისგან "ინტელექტი" 36% - იანი ფასდაკლებით

10 ლარის ნაცვლად იხდით 6.4 ლარს!

შეთავაზებაშია მხოლოდ 10 ცალი ვაუჩერი!

 
 
ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941466564
შეკვეთა

ღირებულება

6.4 ლარი

10.00 ლ

დანაზოგი

3.60 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 8
shipped
ნანახია 229-ჯერ