ჩემი რჩეული მსოფლიო - ლევ ტოლსტოი - 1ტ. - "კავკასიური მოთხრობები"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

მთელი ცხოვრების განმავლობაში ტოსტოი მოუსვენრად იყო, ყოველთვის რაღაცას ეძებდა. იყო: მასწავლებელი, ჯარისკაცი, მქადაგებელი, მამა, ფერმწერი, ფილოსოფოსი, თუმცა თავისი უდიდესი მიღწეობა მწერლობაში დააფიქსირა. ტურგენევი მას ”რუსეთის უდიდეს მწერლად” მიიჩნევს.
ტოლსტოიმ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა რუსულ ლიტერატურაზე. გარდაცვალების შემდეგ მისმა ნაწარმოებებმა გაამდიდრა ის და ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა მთელს ევროპაში.

ტოლსტოი 1828 წელს, დიდგვაროვანთა ოჯახში, ნიკოლოზ პირველის მეფობის დროს დაიბადა. იგი ოჯახში ხუთი შვილიდან მეოთხე ვაჟი იყო.
ადგილობრივი ცხოვრებით უკმაყოფილომ სანქტ-პეტერბურგში წასვლა არჩია. ტოლსტოიმ ქალაქის გარყვნილ ცხოვრებას ფეხი ვერ აუწყო, ამიტომ თავის ჯარისკაც ძმას შეუერთდა და მასთან ერთად კავკასიააში სამხედრო ბანაკში განამწესეს.

არმიაში ყოფნისას თავისუფალ დროს უმეტესად წერაში ატარებდა. 1852 წელს მან გამოაქვეყნა პირველი ნამუშევარი ”ბავშვობა”. ტოლსტოი ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, გამართლებული იქნებოდა თუ არა ერთდროულად ყოფილიყო მემამულე, არისტოკრატი, ჯარისკაცი და მწერალიც, თუმცა პირველი ნამუშევრის გამოქვეყნებამ საბოლოოდ გადააწყვეტინა გაეგრძლებინა წერა. 1856 წელს უკვე თავისი მესამე ნაშრომი, ”სევასტოპოლური მოთხრობები” გამოაქვეყნა, რომელზეც ამჟამად თავისი სახელი დაურთო.

ყირიმის ომის პერიოდში იგი დუნაიზე გადაიყვანეს. მაშინ აღმოაჩინა, რომ ომი არც ისეთი შთამბეჭდავი მოვლენა იყო, როგორიც ერთ დროსმწარმოედგინა. ტოლსტოის იმდროინდელ ნამუშევრებში ძირითად ყურადღება ომზე, სიკვდილ-სიცოცხლეზე, პატრიოტიზმზე, სამშობლოს სიყვარულზე და მშვიდობაზეა გადატანილი.

სიცოცხლის ბოლო დღეებში ტოსლტოი მოსვენებას ვერ პოულობდა. მან უარყო რუსეთის სახელმწიფო და მასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. აღმოაჩინა ისიც, რომ თავისი ქორწინება უბედური იყო. 82 წლისამ უმცროს ქალიშვილთან ერთად სახლი დატოვა, მეუღლეს კი წერილი დაუტოვა, სადაც წერდა, რომ უკანასკნელი დღეების გატარება მარტოობასა და სიმშვიდეში სურდა.
რამდენიმე დღეში ტოსლტოი პროვინციული რკინიგზის სადგურში გარდაიცვალა. თავისი ძმის მონათხრობით მათი მამული, იასნია-პოლიანი ბედნიერების საიდუმლოს ინახავდა. სწორედ აქ ისურვა მწერალმა დასაფლავება.

 

 

ჩემი რჩეული მსოფლიო - ლევ ტოლსტოი - 1ტ. - "კავკასიური მოთხრობები" - 50% - იანი ფასდაკლებით!

10 ლარის ნაცვლად იხდით 5 ლარს!

 

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ავტორი ლევ ტოლსტოი
ენა ქართული
ყდა მაგარი
ISBN 9789941216398
შეკვეთა

ღირებულება

5 ლარი

10.00 ლ

დანაზოგი

5.00 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 5
shipped
ნანახია 81-ჯერ