ჩემი რჩეული მსოფლიო - ლევ ტოლსტოი - 3ტ - "ომი და მშვიდობა - 2ნაწ"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

„ომი და მშვიდობა“ XIX საუკუნის 60-იან წლებში დაიწერა. ყირიმის ომში რუსეთი დამარცხებულია. უდიდესი მწერალი ლევ ტოლსტოი, როგორც ჭეშმარიტი შემოქმედი და ჰუმანისტი, მძაფრად განიცდის მარცხს. ამ განცდით ატანილი და საკუთარ თავთან დარჩენილი მწერალი მუშაობას იწყებს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს რომანზე. რომანი სტრუქტურულად რამდენიმე ანტითემაზეა აგებული - ერთმანეთს უპირისპირდება ორი ომი და ორი ბრძოლა, ორი მხედართმთავარი და ორი ქალაქი და სათაური - ომი და მშვიდობა. ომი რომანში მხოლოდ ომი არ არის, საომარი მოქმედებები იკვეთება და ერთიანდება ადამიანთა კლასობრივი უთანასწორობის პრობლემებთან, თითოეული გმირის ბრძოლასთან, საკუთარ თავთან. მწერალი პერსონაჟთა განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ პორტრეტებს ქმნის. კეთილები და ბოროტები, ძლიერები, სუსტები, დიდგვაროვნები და გლეხები, სალონური საუბრები, ნადირობა, შეხვედრები და განშორებები, ბანქოს თამაში - ყოველდღიური მოვლენები - ეს მთელი ეპოქაა, რეალურიცა და გამოგონილიც - სიდიადით, ნამდვილობით, პატარ-პატარა ადამიანური ტრაგედიებით და უდიდესი კატასტროფით - დიდი ომით. ეს რომანი მწერლის განცდაა, რომელიც ჩანს ყველგან: მთავარი გმირების არაერთგვაროვან ხასიათებში, მათ გრძნობებსა და წამიერ სისუსტეებში, შემზარავ ბატალურ სცენებში, მშვიდ პეიზაჟებში. თავად გმირები გამორჩეულები და ხანდახან რჩეულები არიან, ხანაც უსახელოდ წასულები. ისინი რაღაც დიდის, დიადის წინაშე მარტო რჩებიან და ბრძოლას იწყებენ. მშვიდობა, რომელიც უარყოფს ომს. მშვიდობა მშვიდობაა და თან მთელი სამყარო. მშვიდობა თავისთავად ადამიანთა ბედნიერი, იდილიური ყოფაა, ყოველდღიური ცხოვრების წვრილმანებით სავსე, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, დიდი სიყვარული და შინაგანი სიმშვიდე. სიმშვიდე, როგორც სულიერი მდგომარეობა. ადამიანი მხოლოდ ომებში არ იბრძვის, ყოველდღე იბრძვის ვინმესთან და საკუთარ თავთან. მშვიდობა ადამიანთა სულებში მხოლოდ ომის შემდგომ არ ისადგურებს, მშვიდობა ომის ანტაგონისტია. ომის, როგორც კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და არაერთხელ განხორციელებული ჩანაფიქრის.

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941216411
შეკვეთა

ღირებულება

5 ლარი

10.00 ლ

დანაზოგი

5.00 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 6
shipped
ნანახია 101-ჯერ