ჩემი რჩეული მსოფლიო - შექსპირი - 2ტ - "რომეო და ჯულიეტა" და "ოტელო"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

მსოფლიო ლიტერატურის შედევრთა შორის უილიამ შექსპირის ნაწარმოებებს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, თარგმნილია მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე და მათ შორის ქართულადაც, მისი პიესები ქართული დრამატული თეატრის სცენაზე საუკუნეზე მეტია ჩვენი მაუყრებლის აღტაცებას იწვევს თავისი უზადო შინაარსით.
თვით უილიამ შექსპირის ბიოგრაფიის ცალკეული დეტალები ბურუსით არის მოცული და, ძირითადად, ვარაუდებია მათ შესახებ. მხოლოდ უკანასკნელ ხანს დაზუსტდა, რომ მისი მამა, ჯონ შექსპირი, ინგლისის ქალაქ სტრეტფორდის მერი ყოფილა. იგი ხშირად მართავდა საქველმოქმედო სპექტაკლებს. უილიამის დედის შესახებ ძალზე მწირი ცნობებია შემონახული; არის ვარაუდი, რომ უილიამი ქალაქში არსებულ ერთადერთ კლასიკურ სკოლაში სწავლობდა, სადაც მას საკმაოდ ღრმა და მყარი განათლება უნდა მიეღო.

სავარაუდოა, რომ მას მოღვაწეობა თეატრის მეჯინიბედ ან სუფლიორობითა (მსახიობის მოკარნახე) და მსახიობობით დაუწყია. შემდეგ პიესების წერასაც შესდგომია და თეატრის მფლობელთა კორპორაციაშიც შესულა. არის სხვადასხვა მოსაზრებები მისი ლონდონში ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ სრულ სიმართლეს შეეფერება ის, რომ გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ წმინდა სამების ეკლესიაში დაკრძალეს. ჩვენამდე მოაღწია თითქმის ყველა ნაწარმოებმა, რაც შექსპირს შეუქმნია.

ინდენად მდიდარი და მრავალფეროვანია შექსპირის შემოქმედება, რომ მის შესასწავლად ჩამოყალიბდა ლიტერატურულ-კვლევითი მიმართულება შექსპიროლოგიის სახელით. შექსპირი თავისი დროის ესქილეც იყო და არისტოფანეც. მის ნაწარმოებებში დიდი მხტვრული ძალით არის ასახული აღორძინების ანუ რენესანსის განვითარების რთული გზა როგორც ადამიანის ღრმა სულიერი ტრაგედიის ჩვენების, ისე მათი ხასიათებისა და ურთიერთობების კომიკურ პლანში დახატვის თვალსაზრისით.

შექსპირის მსოფლმხედველობა და ესთეტიკური იდეალები უფრო მაღლა დგას, ვიდრე სოციალური და პოლიტიკური საკითხები, როდესაც ნაწარმოებებში ისტორიული სიუჟეტები და პერსონაჟებია ასახული. მაგალითად, ტრაგედიაში „იულიუს კეისარი“ მას ნაკლებად აინტერესებს კონკრეტული ისტორიულ-პოლიტიკური სიტუაციები და მათ ჩვენებას იგი უფრო რთული და ზოგადსაკაცობრიო იდეების მხატვრულად გადმოცემით ცდილობს. ასეთივეა მისი „მეფე ლირი“, „ანტონიუსი და კლეოპატრა“, „ჰენრიხ მეოთხე“, „რიჩარდ მესამე“ და სხვ.

 

 

ჩემი რჩეული მსოფლიო - შექსპირი - 2ტ - "რომეო და ჯულიეტა" და "ოტელო" - 50% - იანი ფასდაკლებით!

10 ლარის ნაცვლად იხდით 5 ლარს! 

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ავტორი უილიამ შექსპირი
ენა ქართული
ყდა მაგარი
ISBN 9789941247606
შეკვეთა

ღირებულება

5 ლარი

10.00 ლ

დანაზოგი

5.00 ლ

გაყიდულია 7
shipped
ნანახია 179-ჯერ