”რწყილების სასახლე” - ელიფ შაფაქის მორიგი ბესტსელერი გამომცემლობისგან ”პალიტრა L"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

”რწყილების სასახლე” ელიფ შაფაქის მორიგი ბესტსელერია. ესაა წიგნი ათი განსხვავებული ადამიანის შესახებ. ისინი რუსეთიდან ემიგრირებული არისტოკრატის მიერ საკუთარი ცოლისთვის აგებულ სასახლეში ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებთან ერთად. ავტორი ამ ადამიანების პორტრეტებს გვიხატავს და მკითხველიც სრული სიცხადით ხედავს მათ ტრაგიკულ და, ამავდროულად, კომიკურ ცხოვრებას.

 

”აგრიპინა ფიოდოროვნა ანტიპოვამ კანფეტის ფერადი ქაღალდდები ერთმანეთს დაადო და მზის შუქზე გახედა. ფერი იპოვა. ფერი, რომელიც აქამდე ვერა და ვერ მოიხელთა და სულ აკლდა. ეძებდა. ადრე, მაშინ, როდესაც ცხრამეტი წლის იყო. ახლა ჯერ ფერი იპოვა, და მერე სტამბოლი. ქალაქი, რომელმაც არ მიიღო, თავიდან მოიშორა და გაქცევა აიძულა. ეს წარსულში. ფერადმა ქაღალდმა ისევ აპოვნინა, უკან დააბრუნა და ბედის უცნაური თამაშით კანფეტის სასახლის დედოფლად აქცია.

ნამდვილი ამბავი კი მაშინ დაიწყო, როცა სტამბოლის ერთ წყნარ ქუჩაზე კარგა გვარიანად გასარეცხი ფურგონი გამოჩნდა. ავტომობილს წითური, ყურპანტურა სასაცილო კაცი სახელად უსამართლობა სუფთათურქი მართავს.
კანფეტის სასახლეს” ახლა რწყილების სასახლე ჰქვია. მის ქვემოთ, მიწაში, ღრმად, ძველი სასაფლაოებია. ბინებში სულ სხვები ცხოვრობენ. ათი ბინა და ბევრი ამბავი. სულ სხვადასხვანაირი და ერთობ უცნაური. და სასახლეში გაუსაძლისი სუნი დგას. ესე იგი სუფთათურქი არ შემცდარა, მიაგნო, რასაც ეძებდა...

ქაბალას ქუჩა 88; კანფეტის სასახლე.

და ამ სახლის წინ ვარდისფერი აკაცია ყვავის.”

 

”რწყილების სასახლე” - ელიფ შაფაქის მორიგი ბესტსელერი გამომცემლობისგან ”პალიტრა L" 72% - იანი ფასდაკლებით

14 ლარის ნაცვლად იხდით მხოლოდ 3.99 ლარს!

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ავტორი ელიფ შაფაქი
ენა ქართული
გვერდების რაოდენობა 496
ყდა რბილი
ISBN 9789941291234
შეკვეთა

ღირებულება

3.99 ლარი

14.00 ლ

დანაზოგი

10.01 ლ

გაყიდულია 20
shipped
ნანახია 236-ჯერ