ალან მური, დევიდ ლოიდი - "V ანუ ვენდეტა" - კომიქსი "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

„გახსოვდეთ, გახსოვდეთ ხუთი ნოემბერი...“
V ანუ ვენდეტა თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის დაკარგვის შემაძრწუნებელი ამბავია. უფრო შემზარავია ის, რომ წიგნში აღწერილი ტოტალიტარული სამყარო საკმაოდ იოლად წარმოსადგენია და ავის მომასწავებელ წინასწარმეტყველებას წააგავს. მოქმედება ინგლისის გამოგონილ მომავალში ვითარდება, რომელშიც ფაშიზმი ბატონობს. 
გარდა ამისა, ეს არის ამბავი ადამიანის სულში ჩაბუდებულ, დაუძლეველი წინააღმდეგობის ძალაზე, რომელსაც შეუძლია თუნდაც ავტორიტარული, პოლიციური სულთამხუთავი რეჟიმისა და ყოვლისმხედველი თვალის წინააღმდეგ ამხედრდეს. 
დიდი ოსტატობით შესრულებული ილუსტრაციები, უაღრესად საინტერესო სიუჟეტი ნებისმიერი თაობისა და გემოვნების მკითხველს აჯადოებს. გონებაში წარუშლელ კვალს ტოვებს საზარელი დისტოპიური სამყარო, რომელსაც გაი ფოქსის ნიღბის ქვეშ ამოფარებული ანარქისტი, სახელად V უპირისპირდება. ეს არის სპექტაკლი, რომლის დამდგმელი რეჟისორიც გონებრივი და სულიერი თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანია, მსახიობები კი თავად ირჩევენ როლებს, იმის მიხედვით, აცნობიერებენ თუ არა საკუთარ სავალალო ყოფას. 
ალან მურისა და დევიდ ლოიდის კომიქსი V ანუ ვენდეტა, რომელიც DC Comics-მა 1983 წელს გამოსცა, ამ ლიტერატურული ჟანრის ერთ-ერთი უდიდესი შედევრია, ავტორებისთვის კი – კარიერის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. 2006 წელს Warner Brothers-ის მიერ გადაღებული ამავე სახელწოდების კინოადაპტაციის გამოსვლამ V ანუ ვენდეტას მანამდე არნახული პოპულარობა და გავლენა მოუტანა.

 

 

ალან მური, დევიდ ლოიდი - "V ანუ ვენდეტა" - კომიქსი "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან" - 55% - იანი ფასდაკლებით!

23 ლარის ნაცვლად იხდით 10.30 ლარს!

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ავტორი ალან მური, დევიდ ლოიდი
ენა ქართული
სიგანე 17.50 სმ
სიმაღლე 25.50 სმ
გვერდების რაოდენობა 280
ყდა რბილი
ISBN 9789941238369
შეკვეთა

ღირებულება

10.3 ლარი

23.00 ლ

დანაზოგი

12.70 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 10
shipped
ნანახია 320-ჯერ