ელიფ შაფაქის კიდევ ერთი ბესტსელერი - ,,ევას სამი ქალიშვილი’’ - "პალიტრა L" - ისგან!

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

"პერის უკვე სათვალავი აერია, უამრავ წვეულებაზე იყო ნამყოფი, სადაც კონსერვატორი მუსლიმები ლიბერალებში ირეოდნენ. ზრდილობიანად ასწევდნენ ხოლმე წყლით სავსე ჭიქებს, რათა დანარჩენებთან ერთად ეთქვათ სადღეგრძელო. ამ მხარეში რელიგია კოლაჟივით იყო. არ ეხამუშებოდათ, მთელი წლის განმავლობაში მიეღოთ ალკოჰოლი და ქადრის ღამეს მოენანიებინათ. ამ დროს, თუ გულწრფელად ნანობდი, ყველა შეცოდება მიგეტევებოდა. უამრავი ადამიანი რამადანის მარხვას არა მარტო რელიგიური მოტივით, არამედ წონაში დასაკლებადაც იცავდა. სასულიერო და საერისკაცო ერთმანეთში აზელილიყო. ჰიბრიდულ კულტურაში, რაციონალური ადამიანებიც კი აღიარებდნენ ჯინის არსებობას და ლურჯი თვალის თილისმას ინახავდნენ. მთელ ქვეყანაში აღიარებული იყო, რომ ის ქვა ბოროტი თვალისგან გიცავდა. იმავდროულად, ტელევიზორის ყურებასა და მუცლით მოცეკვავის რიტმს აყოლილი რელიგიური ხალხი ახალ წელს ტაშის კვრით ხვდებოდა. ცოტა ისეთი, ცოტა ასეთი. მუსლიმუს მოდერნუსი."

 

„ევას სამი ქალიშვილი“ ავტორის მეხუთე რომანია, რომელიც ქართულად ითარგმნა. ქართველი მკითხველი შაფაქის შემდეგ ნაწარმოებებს - „სიყვარულის 40 წესი“, „ღირსება“, „რწყილების სასახლე“ და „სტამბოლელი ნაბიჭვარი“ უკვე იცნობს.

წიგნი სამ გოგონაზე მოგვითხრობს: პერი, შირინი და მონა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამი მეგობარია, სამი მუსლიმი - აღმოსავლეთის შვილი. ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობენ, ევროპის ცენტრში. უყვართ, სძულთ, ერთგულებენ, განიცდიან, ბრაზობენ, ღალატობენ - ისეთი ვნებით, როგორც ეს 19-20 წლის ახალგაზრდებს სჩვევიათ... პერი, შირინი და მონა - პირველმშობელი ევას სამი ქალიშვილი, კაცობრიობის მამოძრავებელი სამი ენერგია - ელიფ შაფაქის სულ ახალ რომანში მკითხველს დაუმტკიცებენ, რომ სამყარო ისევ ეჭვზე, ცოდვასა და ღვთისმოსაობაზე დგას, როგორც ევას დროს.

 

 

ელიფ შაფაქის კიდევ ერთი ბესტსელერი - ,,ევას სამი ქალიშვილი’’ - "პალიტრა L" - ისგან 36% - იანი ფასდაკლებით!

17 ლარის ნაცვლად იხდით 10.85 ლარს!

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ავტორი ელიფ შაფაქი
ენა ქართული
გვერდების რაოდენობა 409
ყდა მაგარი
ISBN 9789941249006
შეკვეთა

ღირებულება

10.85 ლარი

17.00 ლ

დანაზოგი

6.15 ლ

გაყიდულია 30
shipped
ნანახია 459-ჯერ