ჩემი რჩეული - თამაზ ჭილაძე - 3ტ. - "აჰა მიიწურა ზამთარი, თეთრი კვამლი, პოსეიდონის სასახლე"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

დაბადების თარიღი:    5 მარტი, 1931
გარდაცვ. თარიღი:    28 სექტემბერი, 2018  (87 წლის ასაკში)
დრამატურგი, მწერალი, პედაგოგი, პოეტი
დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა ივანე ჯავავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგის ფაკულტეტი 1954 წელს.

მუშაობდა ჟურნალ "ცისკარში" (1958–64), იყო ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების" მთავარი რედაქტორი (1973–81), 1991–იდან პროფესორია და დრამატურგიის კურსი მიჰყავს საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997–იდან ჟურნალ "მნათობის" მთავარი რედაქტორია.

პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახში "პირველი სხივი" (1951), ლექსების პირველი წიგნი – 1956. მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა: კრებულები – "ღია სარკმელი" (1958), "მზის საათი" (1962), "ივლისი" (1966), "მახსოვრობა"(1978), "ლექსები" (1987), "მზე დეკემბერში" (1999); პროზაული კრებულები – "გასეირნება პონის ეტლით", "შუადღე"(1963), "ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე" (რომანი, 1965), "თეთრი კვამლი" (1967), "აჰა, მიიწურა ზამთარი" (რომანი, 1967), "მდგმურები"(1971), "აუზი"(1972) და სხვ. მწერლის ნაწერები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. პიესები იდგმება თეატრებში, როგორც საქართველოში, აგრეთვე საზღვარგარეთ (ტელესპექტაკლების სახით).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1957-)
საქართველოს მწერალთა კავშირი, გამგეობის მდივანი (1981-1987)
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის რესპუბლიკური კომიტეტი, პასუხისმგებელი მდივანი (1964-1973)


ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1999 - კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრი , "საერთაშორისო ადამიანის" წოდების ნომინანტი
1997 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
1996 - დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობა , პირველი პრემია
პიესისათვის "სამოთხის კვარტეტი"
1992 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
1978 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი (უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებისათვის)
გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია
აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის პრემია

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941196560
შეკვეთა

ღირებულება

4 ლარი

8.00 ლ

დანაზოგი

4.00 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 4
shipped
ნანახია 142-ჯერ