შირინ ებადი (ნობელის პრემიის ლაურეატი) - ”ოქროს გალია” - გამომცემლობისგან "ინტელექტი"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

“ინტელექტმა” ნობელის პრემიის ლაურეატების” სერიით შირინ ებადის “ოქროს გალია” გამოსცა. წიგნში ავტორის ბავშვობის მეგობრების, სამი ძმისა და ერთი დის ისტორიაა მოთხრობილი, ეს არის ამბავი ოჯახისა, რომელიც პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა გაანადგურა. სამი ძმა: შაჰის გენერალი, კომუნისტი და ხომეინის მომხრე, ისე გათიშა აზრის სხვადასხვაობამ, რომ ურთიერთობის შენარჩუნება ვერც საერთო სისხლმა და სახლმა მოახერხა და ვერც ერთადერთმა დამ. შირინ ებადის წიგნი ადამიანებზეა, რომლებიც, ნებით თუ უნებლიედ, მსხვერპლად ეწირებიან რეჟიმს, პოლიტიკას, ერთეულთა ინტერესებს; ოჯახებზეა, რომელთაც ჭერი თავზე ენგრევათ და ნანგრევებში მოყოლილებს მშველელი არ ჰყავთ. ეს წიგნი ჩვენს ცხოვრებაზეცაა, ჩვენს რეალობაზე, იმაზე, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში არა რომელიმე პოლიტიკოსი ან სულიერი ლიდერი, არამედ დედმამიშვილები და მეგობრები გაგვახსენდება, ისინი კი, შეიძლება, ჩვენივე დამსახურებით, ჩვენს გვერდით არ აღმოჩნდნენ.

 

შირინ ებადის "ოქროს გალია" - 40%-იანი ფასდაკლებით.

17 ლარის მაგივრად იხდთ 10.20 ლარს.

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ავტორი შირინ ებადი
ენა ქართული
სიგანე 15 სმ
სიმაღლე 21 სმ
გვერდების რაოდენობა 256
ISBN 9789941454042
შეკვეთა

ღირებულება

10.2 ლარი

17.00 ლ

დანაზოგი

6.80 ლ

გაყიდულია 1
shipped
ნანახია 377-ჯერ