ჰანტერ თომპსონი - ,,ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში” - წიგნი სერიიდან ”ამერიკელები” - გამომცემლობისგან ”დიოგენე”

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

გამომცემლობა „დიოგენეს“ სერია „ამერიკელები“ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისა და ოცდამეერთე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის 20 მნიშვნელოვან ტექსტს აერთიანებს. ეს არის წიგნები, რომელთა გარეშე ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა. სერიის ყველა წიგნი ქართულად პირველად გამოიცემა.

 

ჰანტერ თომპსონი ,,ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში”

ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ.

 

ჰანტერ ს. თომპსონი 1937 წელს კენტაკის შტატის ქალაქ ლუისვილში დაიბადა. ვიდრე ლეგენდარულ „ზაფრა და გულისრევას“ დაწერდა, მოასწრო ძარცვაში თანამონაწილეობის ბრალდებით სასჯელი მოეხადა, სამხედრო-საჰაერო ძალებში ემსახურა და თავისი გიჟური რეპორტაჟებით შეექმნა გონზო-ჟურნალისტიკა - სტილი, რომელიც  აღწერილ მოვლენებში ავტორის უშუალო მონაწილეობას, ამბის მძაფრი ემოციებით გადმოცემას და, შიგადაშიგ, ამ ემოციების სინაღდის დასტურად არანორმატიული ლექსიკის მოშველიებას გულისხმობს. 

 

„ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში“ თომპსონის ყველაზე ცნობილი რომანია. ეს არის სხვადასხვა ჯურის ნარკოტიკებით - „ამყვანებით, დამყვანებით, ამჭყივლებლებით, ამგდებ-დამგდებლებითა თუ მასხარების მთელი გროვით“ გაბრუებული მთავარი გმირის - რაულ დიუკისა და მისი ადვოკატის ლას-ვეგასში, ამერიკული ოცნების საძიებლად  გამგზავრების ამბავი.

 

40% - იანი ფასდაკლება წიგნზე - ჰანტერ თომპსონი ,,ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში” - გამომცემლობისგან "დიოგენე".

12.90 ლარის ნაცვლად იხდით მხოლოდ 7.75 ლარს.

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

 

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941114076
შეკვეთა

ღირებულება

7.75 ლარი

12.90 ლ

დანაზოგი

5.15 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 1
shipped
ნანახია 46-ჯერ