”ისრაელი და ახლო აღმოსავლეთი” - პალიტრა L-ის სერიიდან TIME

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

”ისრაელი და ახლო აღმოსავლეთი” - წიგნი სერიიდან TIME

1948 წელს პალესტინაში ისრაელის სახელმწიფოს დაარსებას XX საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი და ურთულესი კონფლიქტი მოჰყვა. ვითარების დაძაბვა, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე, რეგიონში ებრაელთა პირველ გამოჩენას მოჰყვა, რაც მოგვიანებით ისრაელის ახლადდაარსებულ სახელმწიფოსა და მის მეზობელ არაბულ ქვეყნებს შორის ღია საომარ მოქმედებებში გადაიზარდა. 

აღსანიშნავია, რომ ამ საომარ კონფლიქტსაც, ისევე, როგორც პლანეტაზე მიმდინარე კონფლიქტების აბსოლუტურ უმრავლესობას, ცივი ომის ეპოქის ორი ზესახელმწიფოს, საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის მიერ საკუთარი
გეოპოლიტიკური ინტერსების დაცვა ასაზრდოებდა. თუმცა, ამ კონფლიქტმა ბიპოლარული სისტემის დასასრულს გაუძლო და მშვიდობიანობის დამყარების არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, მის გადასაჭრელად საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

TIME _ ეს არის ნამდვილი ამერიკული პრესა, რომელიც მსოფლიო მეგაპოლისში _ ნიუ-იორკში _ გამოდის და ნებისმიერ ფაქტსა და მოვლენას მსოფლიო კონტექსტში განიხილავს. მას საუკეთესო, კომპეტენტური და პროფესიონალი ავტორები ჰყავს. ჟურნალში თანაბარი ადგილი ეთმობა ინტერვიუებს მაჰათმა განდისთან და ალკაპონესთან, მისმა მთავარმა რედაქტორებმა კი, სხვადასხვა დროს, ”წლის ადამიანებად” გამოაცხადეს ანა ფრანკი და ადოლფ ჰიტლერი. დიახ, ეს ჭეშმარიტად ამერიკული პრესაა, რომელიც, ყოველგვარი აკრძალვების გარეშე, ყურადღებას ამახვილებს ყველასა და ყველაფერზე, რაც მნიშვნელოვანია და გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე. TIME-ის პირველი ნომერი 90 წლის წინ გამოვიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი პერიოდიკა მთელ XX საუკუნეს მოიცავს, თუმცა, მასშიც შეიძლება უმნიშვნელოვანესი მოვლენებისა და პიროვნებების გამორჩევა, რომელთაც დადებითად ან უარყოფითად წარმართეს კაცობრიობის ისტორია. წინამდებარე გამოცემა, რომელიც 16 წიგნად გაერთიანდა, სწორედ ამგვარ მოვლენებსა და პიროვნებებზე დაწერილ წერილებსა და ფოტოსურათებს აერთიანებს. აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოდგენილი მასალა ამ ეპოქალური მოვლენების თვითმხილველი ადამიანების მიერ ”ცხელ კვალზეა” მოპოვებული, რაც ისტორიასთან შეხების საშუალებას გვაძლევს.

 

 

55% - იანი ფასდაკლება ,,გამომცემლობა პალიტრა L'' - ის წიგნზე ”ისრაელი და ახლო აღმოსავლეთი” სერიიდან TIME

11 ლარის ნაცვლად თქვენ იხდით მხოლოდ 4.95 ლარს.

შემოთავაზებული ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941213991
შეკვეთა

ღირებულება

4.95 ლარი

11.00 ლ

დანაზოგი

6.05 ლ

გაყიდულია 1
shipped
ნანახია 285-ჯერ