ჯეინ ოსტინი - "ემა" - პირველი წიგნი გამომცემლობა "წიგნები ბათუმშის" სერიიდან "უკვდავი ბიბლიოთეკა"

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

ჯეინ ოსტინის "ემა" პირველი წიგნია "უკვდავი ბიბლიოთეკის" სერიიდან.

"ემა ვუდჰაუზი ლამაზი, ჭკვიანი და მდიდარი ახალგაზრდა ქალი იყო, კეთილმოწყობილი სახლისა და ხალისიანი გუნების პატრონი. მასში თითქოს თავი მოეყარა ყოფიერების სიკეთეებს და ლამის უკვე ოცდაერთი წელი ამქვეყნად ისე გაეტარებინა, რომ ტკივილისა და დარდის შესახებ პრაქტიკულად არაფერი იცოდა.
ემას მამას - ძალიამ მოსიყვარულე, თვინიერ კაცს - ორი ქალიშვილი ჰყავდა. დებს შორის უმცროსი ემა გახლდათ, რომელიც უფროსი დის გათხოვების შემდეგ მამისეულ სახლში ადრეული ასაკიდანვე დიასახლისობდა. დედა იმდენი ხნის წინ გარდასცვლოდა, რომ ემას მისი ალერსი ბუნდოვნად თუ ახსოვდა, მისი ადგილი კი აღმზრდელს დაეკავებინა - არაჩვეულებრივ ქალს, რომლის მზრუნველობა და სითბო დედობრივს არაფრით ჩამოუვარდებოდა.
მის ტეილორს მისტერ ვუდჰაუზის სახლში ცხოვრების თექვსმეტწლიანი სტაჟი ჰქონდა და უფრო მეგობარი ეთქმოდა, ვიდრე აღმზრდელი. მას ვუდჰაუზის ორივე ქალიშვილი უყვარდა, მაგრამ ემა - გამორჩეულად. ამ ორის სიახლოვე დებისას არაფრით ჩამოუვარდებოდა. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ „აღმზრდელი“ ერქვა, მის ტეილორს თავისი დამყოლი ბუნება არ აძლევდა სიმკაცრის საშუალებას; მას მერე კი, რაც ავტორიტეტის ისედაც მკრთალი კონტურები წარსულს ჩაჰბარდა, ის და ემა ერთგული მეგობრებივით ცხოვრობდნენ და ორმხრივი გრძნობები აკავშირებდათ. ემა მის ტეილორს აზრს დიდ პატივს სცემდა, მაგრამ საკუთარ ცხოვრებას თავისი შეხედულებისამებრ განაგებდა; ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც მოეპრიანებოდა და მის მდგომარეობით გამოწვეული საფრთხეც სწორედ აქ იმალებოდა: მას ჰქონდა აბსოლუტური ძალაუფლება და საჭიროზე უკეთესი წარმოდგენა საკუთარ თავზე, ამიტომ მხოლოდ თავის ჭკუაზე დადიოდა. ეს არასახარბიელო გარემოება მის არაერთ ცხოვრებისეულ სიამეს ემუქრებოდა გაუფერულებით, თუმცა საფრთხე ჯერჯერობით იმდენად შეუმჩნეველი იყო, რომ ემასთვის უბედურების წყაროს ოდნავაც არ წარმოადგენდა."

 

ჯეინ ოსტინი - "ემა" - პირველი წიგნი გამომცემლობა "წიგნები ბათუმშის" სერიიდან "უკვდავი ბიბლიოთეკა" 40% - იანი ფასდაკლებით

 

19.90 ლარის ნაცვლად იხდით 11.80 ლარს!

 

მოცემული ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

 

 
 
ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941467226
შეკვეთა

ღირებულება

11.8 ლარი

19.90 ლ

დანაზოგი

8.10 ლ

გაყიდულია 6
shipped
ნანახია 167-ჯერ