"ბიჭი ზოლიან პიჟამაში" - სულისშემძვრელი, სუნთქვისშემკვრელი და ძალიან მძიმე ისტორია ორი პატარა ბიჭის მეგობრობაზე - გამომცემლობისგან ”წიგნები ბათუმში”

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

"ბიჭი ზოლიან პიჟამაში"-  ჯონ ბოინის საოცრად პოპულარული წიგნია, რომლის მიხედვითაც ასევე არანაკლებ პოპულარული ფილმია გადაღებული. ეს არის სულისშემძვრელი, სუნთქვისშემკვრელი და ძალიან მძიმე ისტორია ორი პატარა ბიჭის მეგობრობაზე. თითქოს, რა სიმძიმე უნდა ახლდეს ცხრა წლის ბიჭების მეგობრობას?! ცხრა წლის ბიჭებს ხომ მხოლოდ ის საზრუნავი აქვთ, სად დაიმალონ, სად ააგონ ქოხი, რომელი მწერი დაიჭირონ, როგორ მოირჩინონ გადატყავებული მუხლები... საქმე იმაშია, რომ ამ ბიჭებიდან ერთი გერმანელია, მეორე ებრაელი, გაგანია მეორე მსოფლიო ომია, ისინი კი, ერთმანეთს, არც მეტი, არც ნაკლები, აუშვიცში შეხვდებიან. ბრუნოს მამას საკონცენტრაციო ბანაკის უფროსად ნიშნავენ და ბიჭი საცხოვრებლად იქ გადადის. უსაშველო მოწყენილობის წამალიც მალე გამოჩნდება - აღმოაჩენს, რომ მის სახლთან სულ ახლოს უცნაური ადგილია, სადაც გამხდარ ადამიანებს ზოლიანი პიჟამები აცვიათ. მალე იმ ადამიანებში თავისხელა ბიჭს , შმუელს, გაიცნობს და დიდი და უცნაური მეგობრობაც იწყება. მეორე მსოფლიო ომის დროს დატრიალებულ საშინელებაზე უამრავი წიგნია დაწერილი, მაგრამ ჯონ ბოინის წიგნი ყველა მათგანისგან განსხვავდება. უდიდესი ტრაგედია აქ მთლიანად ბავშვის თვალითაა დანახული, ბავშვის, რომელიც ბოლომდე ვერც აცნობიერებს, რა ხდება. წიგნის კითხვისას მკითხველს საშინელების განცდა არ ტოვებს, მიხედავად იმისა, რომ ვერც ერთ გვერდზე ვერ შეხვდებით ომის სისხლიან სცენებსა და საკონცენტრაციო ბანაკების სისასტიკეს, ყველაფერი მინიშნებით, თითქოს, გარკვეული ინფანტილურობითაა აღწერილი. მიუხედავად ასეთი სიფრთხილისა, ბევრ დოკუმენტურ და სასტიკ წიგნზე უკეთ ჩანს იმ დროს დატრიალებული მთელი საშინელება და ტრაგედია. ეს წიგნი, თავისი შემაძრწუნებელი დასასრულით , შემოლაწუნებას ჰგავს - ზოგჯერ სახეში გარტყმაც საჭიროა, რომ ასეთი რაღაც აღარასდროს განმეორდეს. და მიუხედავად თემატიკისა, ეს წიგნი არა ომსა და ბოროტებაზე, არამედ მშვიდობასა და სიკეთეზეა, სევდიანი, მაგრამ ძალიან იმედიანი დასასრულით.

 

37% - იანი ფასდაკლება ჯონ ბოინის წიგნზე - ”ბიჭი ზოლიან პიჟამაში” - გამომცემლობა ”წიგნები ბათუმში” 

12 ლარის ნაცვლად იხდით მხოლოდ 7.20 ლარს!

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941467967
შეკვეთა

ღირებულება

7.55 ლარი

12.00 ლ

დანაზოგი

4.45 ლ

გაყიდულია 20
shipped
ნანახია 176-ჯერ