ჯ.მ. კუტზეე - "იესოს ბავშვობა" - ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან”

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

ნობელის პრემიის ლაურეატმა ჯონ მაქსველ კუტზეემ კრიტიკოსებსა და ლიტერატურის მოყვარულებს თავისი ახალი რომანით (2013) რთული თავსატეხი გაუჩინა: არის თუ არა ეს წიგნი ერთი დიდი ფანტაზია კაცობრიობის მომავლის შესახებ? იქნებ ამ მონათხრობში არამიწიერი ცხოვრების პოსტმოდერნული ალეგორია იმალება? ანდა ავტორს სურს, გვიამბოს იმ ადგილსა და დროზე, სადაც და როცა ადამიანები საკუთარი ეგოიზმისა და ვნებებისაგან გათავისუფლდებიან? 

ასეა თუ ისე, ნაწარმოების მთავარი გმირები ახალ მიწაზე ახალი ცხოვრების დასაწყებად მიდიან. მათ არც თავიანთი წარსული ახსოვთ და აღარც საკუთარი სახელები, მაგრამ ეს არის ერთადერთი სამყარო „ყველა შესაძლებელ სამყაროთა შორის“. ამიტომ ისინი მის კანონებს უნდა დაემორჩილონ. თუმცა, ერთ-ერთ პერსონაჟს წარსული აჩრდილებად თან სდევს და მოსვენებას არ აძლევს.

„რატომ არ უნდა იქცე ისევ ბავშვად, იმის მაგივრად, რომ ეცადო, გარდაიქმნა?“ – აი, წიგნში არსებული კიდევ ერთი კითხვა, რომელზეც სავარაუდო პასუხის გაცემა მკითხველს თავად მოუწევს; და ამ პასუხით მან შესაძლოა რომანის სათაურში დამალული სიმბოლოც ამოხსნას. 

 

 

ჯ.მ. კუტზეე - "იესოს ბავშვობა" - ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან” 50% - იანი ფასდაკლებით

12.90 ლარის ნაცვლად იხდით მხოლოდ 6.45 ლარს!

ვაუჩერების რაოდენობა შეზღუდულია!

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941233265
შეკვეთა

ღირებულება

6.45 ლარი

12.90 ლ

დანაზოგი

6.45 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 1
shipped
ნანახია 112-ჯერ