”ძნელია ღმერთობა” - ბორის და არკადი სტრუგაცკების წიგნი გამომცემლობისგან ”წიგნები ბათუმში”

ინფორმაცია შემოთავაზებაზე

”ძნელია ღმერთობა” - ბორის და არკადი სტრუგაცკების ამ წიგნის სიუჟეტი არასდროს, არცერთ ეპოქაში დაკარგავს აქტუალობას, რადგან ამ წიგნში აღწერილი ტოტალიტარული წყობა, ნებისმიერ საუკუნეში, მხოლოდ გარეგნულ ფორმებს იცვლის, არსი კი იგივე რჩება. ანტონი წესიერი, პატიოსანი, განათლებული საბჭოთა მეცნიერია, ისტორიკოსი, რომელსაც თავისი კვლევითი ინსტიტუტი ერთ-ერთ დასახლებულ პლანეტაზე გზავნის, იქაური ცივილიზაციის გამოსაკვლევად. ცივილიზაცია ადამიანურია და განვითარების დონით დედამიწის შუა საუკუნეებს შეესაბამება. პლანეტაზე საშინელი განუკითხაობა და დიქტატურა ბატონობს - მთელი ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელშია მოქცეული, რომელიც არც დაწერილ და არც მორალურ კანონებს არად დაგიდევთ. წიგნში მრავალი დილემაა თავმოყრილი - რა ემართება წესიერ, კანონმორჩილ ადამიანს უმართავ სიტუაციაში მოხვედრისას? შესაძლებელია თუ არა აბსოლუტური კონტროლისა და ბატონობის პირობებში ადამიანური სახის შენარჩუნება? შეიძლება თუ არა დაუშვებელი საქციელის ჩადენა სიკეთისა და სიყვარულის სახელით? უცხო პლანეტაზე ბევრ ამგვარ რთულ, ფილოსოფიურ კითხვას ეცემა პასუხი. "ძნელია ღმერთობას", გარდა საინტერესო სიუჟეტისა, ძალიან საინტერესო ისტორიაც აქვს - მთავარი გმირის, ულმობელი და სისხლიანი დიქტატორის, დონ რებას პროტოტიპი ლავრენტი ბერიაა. დონ რებას, თავდაპირველად, დონ რებია ერქვა, ბერიას გვარის ანაგრამა, თუმცა, გამოუქვეყნებლობის შიშით, ძმებს სახელის შეცვლამ მოუწიათ.

 

36% - იანი ფასდაკლება ბორის და არკადი სტრუგაცკების წიგნზე - ”ძნელია ღმერთობა”  (გამომცემლობა ”წიგნები ბათუმში”)

 

13.90 ლარის ნაცვლად თქვენ  იხდით 8.46 ლარს

ვაუჩერის რაოდენობა შეზღუდულია!

 

 

 

ინფორმაცია კომპანიაზე
მისამართი:
ქ .თბილისი, იოსებიძის 49
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ - 2 420 421
ელ.ფოსტა - info@readersland.ge
Facebook გვერდი
ინფორმაცია წიგნზე
ISBN 9789941474507
შეკვეთა

ღირებულება

8.46 ლარი

13.90 ლ

დანაზოგი

5.44 ლ

რაოდენობა
გაყიდულია 3
shipped
ნანახია 88-ჯერ